Magdalena Posted February 24, 2024 Posted February 24, 2024 შედგა ფლაგმანური Xiaomi 14 Ultra-ს ოფიციალური ანონსი. მასში დიდწილად გამეორებულია გასული წლის მოდელის გარეგნული იერსახე, თუმცა წარმოდგენილია მთელი რიგი ცვლილებები: ფერის და კორპუსის მასალის სამი ვარიანტი, გაუმჯობესებული სენსორის მქონე კამერა, მოწინავე პროცესორი გაგრილების გაუმჯობესებული სისტემით და უფრო კაშკაშა ეკრანი. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 14 Ultra წარმოდგენილია სამ ვარიანტად. შავი და თეთრი ფერის მოდელებს აქვთ ხელოვნური ტყავის უკანა პანელი და 224.4 გრამი წონა - 3 გრამით მსუბუქი Xiaomi 13 Ultra-სთან შედარებით. ლურჯი მოდელი წარმოდგენილია მინის საფარით Dragon Crystal და მისი წონა 229.5 გრამია. აგრეთვე წარმოდგენილია 229.6-გრამიანი Titanium Special Edition - მასში გამოყენებულია iPhone-ის მსგავსი და Samsung Galaxy S24 Ultra-ზე მაღალი - 5 დონის ტიტანის შენადნობი. კამერების ბლოკი უკანა პანელზე მკვეთრად არ არის გამოწეული. ოთხივე კამერა 50-მეგაპიქსელიანია. ძირითად კამერაში წარმოდგენილია უახლესი 1-დუიმიანი სენსორი Sony LYT-900. წინა მოდელის მსგავსად გამოყენებულია 23-მილიმეტრიანი ორმაგი დიაფრაგმის ექვივალენტური ფოკუსური სიგრძის ობიექტივი - ეს გახლავთ f/1.63 და f/4.0 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი - იგი ატარებს 136%-ით მეტ სინათლეს გასული წლის f/1.9-f/4-0 ობიექტივთან შედარებით. Xiaomi ამ მექანიზმს უწოდებს მუდმივად ცვლადი დიაფრაგმას, რაც მიანიშნებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს f/1.63-დან f/4.0-მდე დიაპაზონში, მაგრამ ვებ-გვერდსა და პრეზენტაციაში მოცემულია სურათები მხოლოდ პირველი ან მეორე მათგანით. Xiaomi 13 Ultra-ს ლინზას ერქვა Simmicron, ხოლო ახალს - Simmilux. Leica-ს ტერმინოლოგიით Simmicron არის f/2 ობიექტივი, ხოლო Summilux - f/1.4 ობიექტივი. მთავარი კამერა მხარს უჭერს RAW-ში გადაღებას და სურათების შენახვას DNG ფორმატში მონაცემთა სრული ნაკრებით. სმარტფონს აქვს ორი კამერა ტელეობიექტივებით. ეს არის ჩვეულებრივი პერისკოპები 3.2x ზუმით, 75 მმ EGF-ით და f/1.8 დიაფრაგმით, ასევე 5x ზუმით, 120 მმ EGF-ით და f/2.5 დიაფრაგმით, რომელთაგან თითოეულში გამოყენებულია იგივე 1/2.5-დუიმიანი Sony IMX858 სენსორი, რომელიც - Xiaomi 13 Ultra-ში. ასევე წარმოდგენილია ფართოკუთხიანი 12-მილიმეტრიანი f/2.5 ობიექტივი. აღსანიშნავია ისიც, რომ 75-მმ-იანი ლინზა იღებს 10 სმ მანძილიდან, ხოლო 120-მილიმეტრიანი ფოკუსირებას ახდენს 30 სმ მანძილიდან. მწარმოებელმა Xiaomi 14 Ultra-ს შესაძლებლობები Apple iPhone 15 Pro სერიას შეადარა: 120 მმ f/2.5 ობიექტივი იჭერს 196%-ით მეტ შუქს, ვიდრე iPhone 15 Pro Max და 474%-ით მეტს, ვიდრე 15 Pro. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Xiaomi 14 Ultra-ს შეუძლია 30-მაგი მასშტაბირება, რაც, კომპანიის თქმით, კონკურენტების შესაძლებლობებს აღემატება. Xiaomi 14 Ultra-ს ვიდეოს გადაღების მახასიათებლები იგივეა, რაც Samsung Galaxy S24 Ultra-სი: 4K 60 და 120 კადრი წამში, ასევე 8K მხარდაჭერა. დისპლეიც თითქმის გასული წლის მოდელის მგავსია: 6.73-დუიმიანი LTPO AMOLED ეკრანის გაფართოებაა 1440 × 3200 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+ და 3000 კდ/მ²-მდე სიკაშკაშე (2600-ის ნაცვლად). გამოყენებულია დამცავი მინა Shield Glass - კომპანია აცხადებს, რომ იგი ათჯერ უფრო გამძლეა დაცემისას და თანაც უფრო გამჭვირვალე. ეკრანის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია - ასეთ გადაწყვეტილებას All Around Liquid უწოდეს. Xiaomi 14 Ultra მუშაობს უახლეს პროცესორ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3-ზე, აქვს 16 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება. გაგრილების ეფექტურობა გაიზარდა სამჯერ დიდი ზომის ამაორთქლებელი კამერის ხარჯზე. ბატარეის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 6%-ით 5300 მა/სთ-მდე - მასზე მხარდაჭერილია 90-ვატიანი სადენიანი და 80-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბატარეის დაცვას უზრუნველყოფს G1 და P2 ჩიპები. სმარტფონს აქვს ორმხრივი თანამგზავრული კავშირის მხარდაჭერა, ასევე T1 ჩიპი, რომელიც ზრდის ფიჭური ქსელის, Wi-Fi-ს და Bluetooth-ის კავშირის ხარისხს. Xiaomi 14 Ultra ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და ლურჯ ფერებში და სამ კონფიგურაციაში: 12/256 გბ (830 ევრო), 16/512 გბ (900 ევრო), 16 გბ/1 ტბ - (1000 ევრო). Xiaomi 14 Ultra Titanium-ის სპეციალური ვერსია 1130 ევრო ღირს. სმარტფონის გარდა 90 ევროდ შემოთავაზებულია ნაკრები Photography Kit ქეისით და მოსახსნელი სახელურით, რომელსაც აქვს ინტეგრირებული 1500 მა/სთ მოცულობის ბატარეა; ასევე 80-ვატიანი უსადენო დამტენი 64 ევროდ. http://tinyurl.com/3j5b8us4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.