Magdalena Posted February 19, 2024 Posted February 19, 2024 რამდენიმე მიმომხილველმა მოახერხა ახალ MSI Claw პორტატულ გეიმინგ კონსოლ MSI Claw-ს შედარება ASUS-ის ROG Ally-სთან. ორვე კონსოლს აქვს თითქმის იდენტური 7-დუიმიანი ეკრანი ერთნაირი გაფართოების მარდაჭერით, აგრეთვე 16 გბ LPDDR5-6400 ოპერატიული მეხსიერება, თუმცა აქვთ სრულიად განსხვავებული პლატფორმები. ფოტოს წყარო: VideoCardz MSI-სა და ASUS-ის კონსოლების მთავარი განსხვავება პროცესორებშია. MSI Claw აგებულია Meteor Lake სერიის Intel Core Ultra ჩიპებზე, ხოლო ASUS ROG Ally-ში გამოყენებულია AMD Ryzen Z1 სერიის ჩიპები. MSI Claw-ს ტესტები ჩატარდა პროცესორის ენერგომოხმარების სხვადასხვა დონეზე. ROG Ally-სა და MSI Claw-ს აქვთ TDP-ის რამდენიმე პარამეტი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ კონსოლების წარმადობა კონკრეტული თამაშის სისტემური მოთხოვნების საფუძველზე, ისევე როგორც ბატარეის დარჩენილი მუხტი. MSI Claw-ს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, რომელსაც თეორიულად შეუძლია უზრუნველყოს უფრო ხანგრძლივი გამოყენება ან უფრო მაღალი ენერგიის რეზერვი იდენტური სამუშაო დროის განმავლობაში. სისტემას შეუძლია იმუშაოს 40 ვატამდე TDP-ზე, მაგრამ პრაქტიკაში პროცესორის მოხმარება მერყეობს 35-დან 40 ვატამდე. MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და ASUS ROG Ally Ryzen Z1 Extreme-ის ბაზაზე 15-ვატიან რეჟიმში თამაშ Shadow of the Tomb Raider-ში MSI-ს კონსოლი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ROG Ally-ს. ჩინურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთი მიმომხილველის თქმით MSI-ს კონსოლი კონკურენტთან შედარებით ნელი აღმოჩნდა ოთხივე TDP რეჟიმის გამოყენებისას: 15 ვტ, 20 ვტ, 25 ვტ და მაქსიმალური მაჩვენებლისას, რომელიც შეადგენს 40 ვატს Claw-ისთვის და 30 ვატს ROG-ის შემთხვევაში. MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და ASUS ROG Ally Ryzen Z1 Extreme-ის ბაზაზე TDP 20 ვატ რეჟიმში ქვემოთ მოცემულია ცხრილი გეიმინგ ტესტების შედეგებით სხვადასხვა TDP-ით, ეკრანის გაფართოებით და გრაფიკული პარამეტრებით. უნდა განვმარტოთ, რომ MSI Claw-ს შემთხვევაში გამოყენებული იყო 16-ბირთვიანი და 22-ნაკადიანი Intel Core Ultra 7 155H-ზე დამყარებული ვერსია 4.8 გჰც-მდე სიხშირით, რომელიც მოიცავდა რვაბირთვიან Intel Arc გრაფიკულ ქვესისტემას. ზოგიერთმა ჩინელმა მიმომხილველმა ასევე გააზიარა ინფორმაცია MSI Claw-ს ვერსიის გეიმინგ წარმადობის შესახებ, რომელიც აგებული იყო 14-ბირთვიან და 18-ნაკადიან Core Ultra 5 135H ჩიპზე, რომლის სიხშირეა მაქსიმუმ 4.6 გჰც და აქვს 7 გრაფიკული ბირთვი. პროცესორების მახასიათებლებში შედარებით მცირე განსხვავებების მიუხედავად წარმადობის მხრივ განსხვავება მეტად შესამჩნევი აღმოჩნდა - განსაკუთრებით თამაშ Cyberpunk 2077-ში, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ხედავთ: MSI Claw Core Ultra 7 155H ჩიპით და MSI Claw Core Ultra 5 135H ჩიპით 20 ვატზე MSI Claw Core Ultra 5 135H ჩიპით და ASUS ROG Ally Z1 Extreme-ის ბაზაზე 20-ვატიან რეჟიმში Cyberpunk 2077-ში Core Ultra 5 135H-ზე დამყარებული MSI Claw უზრუნველყოფდა საშუალოდ 22.53 fps-ს, ხოლო Core Ultra 7 155H-ზე დამყარებული ვერსია - საშუალოდ 29.78 fps-ს. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული გეიმინგ ტესტი ჩატარდა დრაივერების ძველი ვერსიების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ხელმისაწვდომი იქნება MSI Claw-ისთვის მისი გაყიდვების დაწყების დროს. კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის აპრილში. http://tinyurl.com/34c6u76n Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.