Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც მოსალოდნელი იყო, 25 თებერვალს, MWC 2024 გამოფენის წინა დღეს, გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება Xiaomi 14 სმარტფონების ფლაგმანური სერია უფროს მოდელ Xiaomi 14 Ultra-ს ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. რესურს MySmartPrice-მა მოახერხა მოწყობილობის ოფიციალური სურათების მოპოვება ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: mysmartprice.com 

რენდერების თანახმად Xiaomi 14 Ultra ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ ან ვერცხლისფერში. შარშანდელთან შედარებით ახალი ფლაგმანის გამორჩეული მახასიათებელია ზომაში გაზრდილი კამერის ბლოკი - თავად ბლოკი გარეგნულად არ შეცვლილა, კამერები, ფლეშ და Leica-ს ლოგო ჩვეულ ადგილასაა განლაგებული. მოწყობილობის მარჯვენა მოცემულია ხმის სიმძლავრის რეგულირების ღილაკი და კვების ღილაკი ტექსტურირებული ზედაპირით. ქვედა კიდეზე წარმოდეგნილია USB Type-C კონექტორი, ასევე ჭრილი დინამიკების და მიკროფონისთვის. 

image.jpeg 

წინასწარი ვერსიით Xiaomi 14 Ultra-ს უფროს ვერსიას ექნება 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ მუდივი მეხსიერება, შავი კორპუსი უკანა მხარეს ტყავის პანელით. 16/256 და 16/512 გბ მეხსიერების მქონე უმცროს ვერსიების მქონე მოდელებს კი მინის პანელები ექნება. ასევე მოსალოდნელია, რომ გამოვა სმარტფონის სპეციალური ვერსია ტიტანის ჩარჩოთი ტრადიციული ალუმინის ნაცვლად.  

ასევე ცნობილია მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: 

Xiaomi 14 Ultra 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

  • პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 გრაფიკით Adreno 750; 
  • 6.7-დუიმიანი AMOLED-ეკრანი 2K გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით;  
  • HyperOS Android 14-ის ბაზაზე; 
  • 16 გბ ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ მუდმივი მეხსიერება;  
  • 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Sony LYT-900 სენსორით და ოპტიკური სტაბილიზაციით, სუპერფართოკუთხიანი 50 მპ მოდული, 50 მპ კამერა ტელეობიექტივით, მეოთხე კამერა Sony LYT-900 სენსორით; 
  • ფრონტალური 32-მეგაპიქსელიანი კამერა; 
  • 5300 მა/სთ მოცულობის ბატარეა 90-ვატიანი სწრაფი დამუხტვის და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით; 
  • დისპლეიში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი; 
  • კორპუსის დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.