Magdalena Posted February 14, 2024 Posted February 14, 2024 კომპანია MSI-მ წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Cubi N ADL პასიური გაგრილებით, რომელიც გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით და განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის. კომპიუტერს აქვს 0.66-ლიტრიანი კორპუსი, კომპაქტური გაბარტები და მცირე წონა - სულ რაღაც 540 გრამი. ფოტოს წყარო: MSI MSI Cubi N ADL-ში წარმოდგენილია Alder Lake-N სერიის პროცესორი Intel N100, რომელიც შეიცავს ოთხ ენერგოეფექტურ E-ბირთვს 3.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, სულ რაღაც 6 ვატი TDP-ის დონით და ოთხი ნაკადის მხარდაჭერით. DDR4 (3200 მჰც) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია M.2 SSD და 2.5” SSD/HDD სლოტები. 4K გაფართოების და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მონიტორებთან დაკავშირებისთვის მინი კომპიუტერზე ხელმისაწვდომია HDMI, DP და Type-C კონექტორები. ასევე წარმოდგენილია ორი პორტი USB 3.2 Gen2 Type-A, ორი USB 2.0 Type-A და Wi-Fi ადაპტერი. მონაცემთა დაცვისთვის მოწყობილობას აქვს კრიპტოგრაფიული მოდული dTPM 2.0. კომპანია გარანტიას იძლევა MSI Cubi N ADL Mini PC-ის საიმედოობასა და 24/7-ზე მხარდაჭერაზე სამი წლის განმავლობაში. მოწყობილობა მუშაობს Windows 11 Pro-ზე. http://tinyurl.com/2ttp44f9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.