X-treme user Posted April 8, 2011 Posted April 8, 2011 კომპანია Acer-მა წარმოადგინა S3 სერიის ახალი მონიტორი S273HL, რომელიც ადრე დაანონსებული S243HL-ის უფროსი მოდელია და მის მსგავსად,თავს იწონებს ექსტრავაგანტული გარე გაფორმებით. Acer S273HL აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და დამზადებულია VA ტიპის LCD-პანელზე. მისი მახასიათებლებია: სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 100 000 000:1, გამოხმაურების დრო - 10 მ/წმ, ხედვის კუთხეები - 178 გრადუსი, გაფართოება - 1920х1080-ზე. პროდუქტს ასევე გააჩნია D-Sub და ორი HDMI გასასვლელები,ხოლო სადგამში კი ჩაშენებულია დინამიკები. პროდუქტის ზომების შესახებ, სრული ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია მისი სისქე - 21 მმ, რაც 6,2 მმ-ით მეტია Acer S243HL-ზე. მწარმოებლის მიერ, მასზე რეკომენდირებული ფასი შეადგენს 400 ევროს. PRAD 3 Quote
George Posted April 8, 2011 Posted April 8, 2011 ესეც სერიოზული მონიტორებია, მთლათ იპს მატრიცის დონეზე არ აჩვენებს VA მატრიცა მაგრამ კარგი რამეა ნამდვილათ და უფრო იაფი ჯდება ზატო Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.