Magdalena Posted February 1, 2024 Posted February 1, 2024 Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის მონაცემებით Apple-მა უკვე დაიწყო Apple M3 პროცესორის მქონე ფლაგმანურ პლანშეტ iPad Pro-სა და და ლეპტოპ MacBook Air-ის განახლებული ვერსიის მასობრივი წარმოება. ორივე მოწყობილობა ფართო საზოგადოებისთვის ოფიციალურად წარდგენილი იქნება მარტის ბოლოს. ფოტოს წყარო: 9to5mac.com ადრინდელ პუბლიკაციებში გურმანი წერდა რომ Apple მარტში წარადგენს ახალ iPad Pro-ს OLED დისპლეით, iPad Air-ს გაუმჯობესებული მახასიათებლებით, 12.9-დუიმიან iPad Air-ს და ახალი თაობის 13- და 15-დუიმიან MacBook Air-ებს M3 პროცესორებით. რადგან გასულ წელს Apple-ს არ გამოუშვია არც ერთი ახალი პლანშეტი, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს განახლდება მთელი სერია, მარტში კი გამოვა iPad Pro და iPad Air. ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPad Pro-ს გამოშვებასთან ერთად გამოვა ახალი აქსესუარები, როგორიცაა Magic Keyboard ალუმინის კორპუსით. iOS 17.4 კოდში იყო მინიშნებები იმის შესახებ, რომ iPad Pro-ს ექნება ლანდშაფტის ორიენტაციის მქონე ფრონტალური კამერა. თუმცა ყველაზე შესამჩნევი სიახლე იქნება OLED დისპლეების გამოჩენა, რის გამოც Apple-ის პლანშეტები შეძლებენ უფრო ნათელი და კონტრასტული გამოსახულების ჩვენებას და ასევე მიიღებენ გარკვეულ ზრდას ავტონომიურობის კუთხით. რაც შეეხება ახალ MacBook Air-ს, დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის ნაცვლად ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება M3 ჩიპი, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა 14-დუიმიან MacBook Pro-ში. მოსალოდნელია, რომ მწარმოებელი ერთდროულად განაახლებს 13- და 15-დუიმიან MacBook Air-ს M3 ჩიპებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეპტოპების M2-ზე მომუშავე ვერსიები ბაზარზე ერთი წელია რაც არსებობს. http://tinyurl.com/2w88j34u Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.