Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა CES 2024-ზე კომპანია ASUS-მა წარადგინა თავისი პირველი დასაკეცი 17.3-დუიმიანი OLED-მონიტორი ZenScreen Fold, რომელიც გვევლინება, როგორც წარმადობის ზრდის ინსტრუმენტი გზაში მუშაობისთვის. დისპლეი წიგნივით იკეცება Samsung Galaxy Z Fold5-ის სტილის სახსრის მეშვეობით. გაშლილ მდგომარეობაში დისპლეის სისქეა 9.7 მმ და იწონის 1200 გრამს. ჟურნალისტები, რომლებმაც იგი გატესტეს, ამტკიცებენ, რომ გაშლილ მდგომარეობაში ეკრანზე ნაკეცი პრაქტიკულად უხილავია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ZenScreen Fold-ის OLED-პანელის გაფართოებაა 2560 × 1920 პიქსელი. ASUS ამტკიცებს, რომ ახალი დასაკეცი მონიტორი შეესაბამება DisplayHDR True Black 500-ის სპეციფიკაციას, ხოლო DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა 100%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

ZenScreen Fold-მა შესანიშნავი შეფასებები მიიღო ექსპერტებისგან, მაგრამ მიმომხილველებმა გააკრიტიკეს ის, რომ შეუძლებელია ეკრანის სიკაშკაშის გაზრდ80 პროცენტიან ნიშნულზე მაღლა. შესაძლოა, ეს შეზღუდვა ASUS-მა სპეციალურად საგამოფენო ნიმუშის ქმედითუნარიანობის შესანარჩუნებლად დააწესა. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ორი USB Type-C პორტი, აგრეთვე Mini HDMI, რომლებიც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოწყობილობასთან - ლეპტოპით დაწყებული - ციფრული კამერით დამთავრებული. შტატივისთვის განკუთვნილი სტანდარტული ჭრილი დისპლეის პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილზე განთავსების საშუალებას იძლევა. 

image.jpeg 

ამ დროისთვის ASUS-ს არ გაუზიარებია ინფორმაცია ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ. 

image.jpeg 

ZenScreen Fold OLED არ იყო ASUS-ის ერთადერთი მოწყობილობა, რომელმაც ყურადღება მიიქცია CES-ზე. კომპანიამ ასევე წარადგინა განახლებული ლეპტოპი Zenbook Duo მოხსნადი კლავიატურით და ორი 120-ჰერციანი, 14-დუიმიანი OLED ეკრანით, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ერთ 19.8-დუიმიან ეკრანად. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.