Magdalena Posted January 16, 2024 Posted January 16, 2024 გამოფენა CES 2024-ზე კომპანია Dell-ის გეიმინგ ბრენდ Alienware-მა წარადგინა სამი განახლებული გეიმინგ ლეპტოპი: Alienware m16 R2, Alienware x16 R2 და Alienware m18 R2. m16 R2 და x16 R2 მოდელებს აქვთ Intel Core Ultra პროცესორები, უფრო გაბარიტულ m18 R2-ში კი წარმოდგენილია მე-14 თაობის (Raptor Lake Refresh) Intel Core-HX ჩიპები. ფოტოს წყარო: Dell Alienware m16 R2 და Alienware x16 R2 მოდელებს აქვთ 16-დუიმიანი დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგიები AMD FreeSync და NVIDIA G-Sync. ორივე ლეპტოპში შემოთავაზებული იქნება პროცესორების არჩევანი 16-ბირთვიანი ფლაგმანური, 5.1 გიგაჰერციანი Core Ultra 9 185H-ის ჩათვლით. Alienware m16 R2-ს ექნება 64-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, ხოლო x16 R2-ს - 32 გბ-მდე LPDDR5X-7467 ოპერატიული მეხსიერება და ორი SSD, თითოეული 4 ტბ-მდე მოცულობით. გრაფიკული ქვესისტემის სახით მაქსიმალური კონფიგურაციის Alienware x16 R2-ში წარმოდგენილი იქნება ფლაგმანური GeForce RTX 4090. Alienware m16 R2-ს ექნება შედარებით მოკრძალებული GeForce RTX 4070. ორვე ლეპტოპზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. კომპანია აღნიშნავს, რომ განახლებული Alienware m16 R2 15%-ით მსუბუქია წინამორბედთან შედრებით - მისი წონა 2.61 კგ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 280 ვატამდე სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპანია ამტკიცებს, რომ ბატარეის მეშვეობით მოწყობილობა 35 წუთში 80%-მდე იმუხტება Express Charge 2.0-ის მეშვეობით. Alienware m16 R2-ზე ხელმისაწვდომია ორი USB 3.2 Type-A (ერთი PowerShare), თითო Thunderbolt 4.0 (ერთი Type-C - DisplayPort 1.4-ის ფუნქციით და მეორე - 15-ვატიანი დამუხტვისთვის), HDMI 2.1, 2.5-გბ LAN და 3.5 მმ აუდიოკონექტორი. Alienware x16 R2-ის კონექტორების ნაკრები ანალოგიურია, თუმცა ლეპტოპის წონა 2.72 კგ-ს შეადგენს. Alienware m18 R2 მოდელში წარმოდგენილია Intel Raptor Lake Refresh პროცესორები 5.8-გიგაჰერციანი, 24-ბირთვიანი Core i9-14900HX-ის ჩათვლით. ოპერატიული მეხსიერების (DDR5-5200) მაქსიმალური მოცულობაა 64 გბ. შესაძლებელია ორი (თითო 4 ტბ) SSD-ის დაყენება. გრაფიკული ქვესისტემის სახით მოცემულია ფლაგმანური GeForce RTX 4090. Alienware m18 R2-ის შემთხვევაში შესაძლებელია არჩევანის გაკეთება ორ 18-დუიმიან დისპლეის შორის: პირველი ვარიანტია ეკრანი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებით, 480 ჰერცი განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync სინქრონიზაცის ტექნოლოგიის მხარადჭერით. მეორე ვარიანტია 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მქონე ეკრანი 165 ჰერცი კადის განახლების სიხშირით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიით. მხარდაჭერილია Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4. ლეპტოპში წარმოდგენილია 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, კომპლექტში შედის 360 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. გარე კონექტორებს შორისაა ორი USB 3.2 Gen1 (ერთი PowerShare-ით) Thunderbolt 4 (Type-C - DisplayPort და USB4 რეჟიმებით), თითო LAN, HDMI 2.1 და mini-DisplayPort, აგრეთვე კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Alienware m16 R2-ის საწყისი ფასი 1649.99 აშშ დოლარს შეადგენს, Alienware m18 R2-ის - 1899.99 აშშ დოლარს. ორივე მოდელი უკვე იყიდება, ხოლო Alienware x16 R2-ის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება - მისი საწყისი ფასი 2099.99 აშშ დოლარი იქნება. http://tinyurl.com/4ybpnk9m Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.