Magdalena Posted December 19, 2023 Posted December 19, 2023 კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ მისი უახლესი Snapdragon X Elite პროცესორი, რომელიც განკუთვნილია Windows ლეპტოპებისთვის, უფრო სწრაფია Apple-ის M3 პროცესორთან შედარებით. ამის შესახებ Digital Trends-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომლებსაც კომპანიამ უჩვენა ახალი ჩიპის მქონე ეტალონური პლატფორმის რამდენიმე ახალი ტესტი. ფოტოს წყარო: Fionna Agomuoh / Digital Trends როდესაც Snapdragon X Elite დაანონსდა ოქტომბერში, Qualcomm-მა თავისი 12-ბირთვიანი, 64-ბიტიანი ჩიპი Apple-ის M2 პროცესორებს დაუპირისპირა. იმ დროს მწარმოებელმა განაცხადა, რომ Snapdragon X Elite-ის მაქსიმალური წარმადობა მისი კონკურენტის დონეზეა, მაგრამ ამავე დროს ენერგომოხმარება - 30%-ით ნაკლები. Snapdragon X Elite-ის ანონსიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ Apple-მა წარადგინა შემდეგი თაობის M3 სერიის პროცესორები. Qualcomm-მა განაცხადა, რომ კვლავ ჩაატარა ტესტები და თავისი ჩიპი Apple-ის უახლეს M3 პროცესორებს შეადარა. კომპანია ამტკიცებს, რომ Snapdragon X Elite აღემატება თავის კონკურენტს ერთნაკადიანი წარმადობით, თუმცა Digital Trends-ში არ არის მითითებული - რამდენად. ამავე დროს Qualcomm ამტკიცებს, რომ Snapdragon X Elite-ის მრავალნაკადიანი წარმადობა 21%-ით აღემატება M3 სერიის პროცესორს. რამდენად მართალია ეს განცხადება - დამოუკიდებელი ტესტები აჩვენებს. თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში Qualcomm-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შედეგები, რა თქმა უნდა, განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის განსხვავებების გამო. „განსხვავება ნამდვილად შესამჩნევი იქნება, რადგან ისინი იყენებენ macOS-ს, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ Windows-ზე. მაგრამ აპარატული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პლატფორმა კარგია“, განუცხადა Digital Trends-ს Qualcomm-საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა მენეჯერმა Sascha Segan-მა. ოქტომბერში Qualcomm-მა Oryon-ბირთვებზე დამყარებულ Snapdragon X Elite-ს უწოდა ყველაზე სწრაფი x86-თავსებადი ჩიპი ბაზარზე. შემდეგ შედარებისთვის წარმოადგინა მე-13 თაობის Intel Core პროცესორების წარმადობის მონაცემები. მაგრამ გასულ კვირას Intel-მა წარადგინა Core Ultra (Meteor Lake) პროცესორების ახალი სერია. Qualcomm-ის თქმით მათ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა - თავიანთი ჩიპი Intel-ის ახალ პროდუქტებთან შეედარებინათ. Snapdragon X Elite-ზე დამყარებული პირველი პერსონალური კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის. Acer, Asus, Dell, HP, Honor, Lenovo, Microsoft Surface, Samsung და Xiaomi გამოუშვებენ მოწყობილობებს Qualcomm-ის პლატფორმაზე. შესაძლოა, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ ახალი ლეპტოპების ყიდვისგან ახლა და დაელოდონ მომავალი წლის შუა რიცხვებს, რათა დარწმუნდნენ აღემატება თუ არა Qualcomm-ის ახალი პლატფორმა კონკურენტებს, განაცხადა Segan-მა. https://tinyurl.com/5f943vz8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.