Magdalena Posted November 28, 2023 Posted November 28, 2023 განახლებული კონსოლი Sony PlayStation 5 Slim გაყიდვაში გამოვიდა აშშ-სა და ევროპაში. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია როგორც კომპანიის ოფიციალური ონლაინ მაღაზიების, ასევე მსხვილი საცალო ვაჭრობის საშუალებით. დიდ ბრიტანეთში კონსოლის გაყიდვები 29 ნოემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Sony-მ პირველად ოფიციალურად გამოიყენა სიტყვა „Slim“ კონსოლის ახალი ვერსიის აღსანიშნავად - ადრე მას უბრალოდ PS5-ის ახალ ვერსიას ეძახდნენ. ფოტოს წყარო: Sony დისკწამყვანის მქონე გეიმინგ კონსოლი PlayStation 5 Slim შემოთავაზებულია 499.99 აშშ დოლარად. ამავე ფასად ყიდიდა Sony ჩვეულებრივ PS5-ს, ამჟამად კი მომხმარებლებს სთავაზობს გეიმინგ ნაკრებს, რომელშიც შედის PlayStation 5-ის ორიგინალი დისკიანი ვერსია თამაშით Marvel’s Spider-Man 2. გარდა ამისა, შეზღუდული პერიოდის განმავლობაში შესაძენად ხელმისაწვდომია Sony PlayStation 5 Slim-ის გეიმინგ პაკეტები Call of Duty Modern Warfare III-თან ან Marvel's Spider-Man 2-თან ერთად იმავე 499.99 აშშ დოლარად. PlayStation 5 Slim Digital Edition ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ახალი PS5 Slim ვერსიის ზომაა 358 × 216 × 96 მმ, ორიგინალი დისკიანი ვერსიის ანალოგიური პარამეტრები კი 390 × 260 × 104 მმ-ს შეადგენს. PS5 Slim Digital Edition-ის ზომაა 358 × 216 × 80 მმ, ხოლო მისი წინამორბედის - 390 × 260 × 92 მმ. განახლებული კონსოლის წონა ჩვეულებრივ PS5-თან შედარებით 18%-ით, ხოლო დისკწამყვანის არმქონე PS5 Digital Edition-თან შედარებით 24%-ით ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ დისკწამყვანი მოხსნადი ტიპისაა, ასე რომ PS5 Slim Digital Edition-ის მყიდველებს საშუალება ექნებათ მომავალში შეიძინონ დამატებითი დისკწამყვანი და გვერდითი პანელი. PlayStation 5 Slim და PlayStation 5 Slim Digital Edition მოდელებს უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები აქვს - მისი მოცულობა 825 გბ-დან 1 ტბ-მდე გაიზარდა. კონსოლის ფრონტალურ პანელზე გამოჩნდა მეორე USB-C კონექტორი USB-A-ს ნაცვლად. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები წინამორბედების ანალოგიურია. კონსოლებში გამოყენებულია AMD-ის 6-ნანომეტრიანი რვაბირთვიანი პროცესორი 8 Zen 2 ბირთვით (16 ნაკადი, 3.5 გჰც-მდე სიხშირე) და RDNA 2 გრაფიკა 35 ბლოკით და 2.23 გჰც სიხშირით, აგრეთვე GDDR6 სტანდარტის 16 გბ საერთო მეხსიერება CPU-ისა და GPU-ისთვის. PlayStation 5 Slim-ისთვის კომპანია გთავაზობთ ცალკე სადგამის შეძენას კონსოლის ვერტიკალური დაყენებისთვის 29.99 აშშ დოლარად. კონსოლის წინა ვერსიებში სადგამი კომპლექტში შედიოდა. https://tinyurl.com/2bvrhw7s Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.