Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიამ Fujitsu ანონსისთვის პორტატული კომპიუტერი Fujitsu LifeBook S761 მოამზადა, რომელიც 13,3-დიუმიანი თხევადკრისტალური დისპლეითაა აღჭურვილი გარჩევადობით 1366 x 768 პიქსელი, სიკაშკაშეა 200 კდ/მ2 და ეკრანის შუქდიოდიანი მინათება აქვს.

Fujitsu_LifeBook_S761_Pic_01.jpg

მცირე ზომების მიუხედავად 321 x 228 x 27,1-35,5 მმ, წონა 1.66-დან 1,9 კგ-მდე (კომპლექტაციის მიხედვით), მას შთამბეჭდავი ფუნქციონალური შესაძლებლობები აქვს. თავად განსაჯეთ:



  • Sandy Bridge (Intel Core i7-2620M ჩათვლით ტაქტური სიხშირით 2,7 გჰც) თაობის Intel-ის პროცესორი;
  • ინტეგრირებული გრაფიკა Intel HD Graphics;
  • 8 გბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება DDR3;
  • 2,5-დიუმიანი SATA-ვინჩესტერი ტევადობით 500 გბაიტამდე ტექნოლოგიის S.M.A.R.T. (ოფციონალურად ხელმისაწვდომია ხისტტანიანი დისკი მოცულობით 128 გბაიტი) მხარდაჭერით;
  • უსადენო ქსელების ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n;
  • ტექნოლოგიის Intel WiDi მხარდაჭერა;
  • მოდულები Sierra Wireless Gobi 3000 და Bluetooth 3.0 (ორივე ოფციონალურად);
  • 56K-მოდემი (ოფციონალურად);
  • ქსელური კარტა Gigabit Ethernet;
  • აუდიოკოდეკი Realtek ALC269;
  • ჩაშენებული სტერეოდინამიკები;
  • ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა (ოფციონალურად);
  • ჩაშენებული ბიომეტრული სკანერი თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის (ოფციონალურად);
  • მოდული TPM 1.2 (ოფციონალურად);
  • სლოტები SD Card Slot, ExpressCard Slot და SIM Card Slot, სარჭი RJ-11 (ოფციონალურად), პორტი USB 3.0, ორი პორტი USB 2.0 (ერთი Anytime USB Charge ფუნქციით), სარჭი RJ-45, პორტები VGA და HDMI, DC-შესასვლელი, გარე მიკროფონისა და ყურთსასმენების შესაერთებელი ბუდეები;

    Fujitsu_LifeBook_S761_Pic_02.jpg



    ოპერაციული სისტემის სახით შეიძლება პლატფორმა Windows 7 Professional, Windows 7 Home Premium ან Windows 7 Home Basic იყოს. ამ მომენტისათვის პროდუქტის ფასებისა და გაყიდვაში გამოჩენის თარიღის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის.

  • 6-ელემენტიანი აკუმულატორული ბატარეა, რომელიც თერთმეტ საათამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს;
  • სპეციალური ნაკვეთური დამატებითი ბატარეის ან ოპტიკური DVD-ს განსათავსებლად.

  • Upvote 3
Posted

i7-ზეა, ოთხნიშნა ციფრი ექნება ფასად :)

არამგონია მიშა ოთხნიშნა ქონდეს, ნუ შესაძლებელია მაგრამ მე მაქსიმუმ 1000$ ვვარაუდობ (პრინციპში ოთხნიშნა :D)

თუნდაც ეს რო ავიღოთ მგონი ამაზე უკეთესია და 850 ღირს

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16834215004

თან 15.6" აქვს

Posted

რა 1000 მაგ ფასად ვინ მოგცემს ამას..

1500 მაინც იქნება

მერე ეგ რო 15.6-ია და ეს 13.3 მაგით უფრო ძვირდება კი არ იაფდება :P

Posted

მარტო პროცესორიაქვს კარგი :D ასეთი პაწაწინები არ მიყვარს

Posted

პრინციპში ვიდეო ინტეგრირებული აქვს მაგრამ ბევრი სხვა რამ აქვს კარგი... მოკლედ იაფი არ ეღირება მაგრამ ძალიან ძვირიც არ უნდა იყოს წესით ალბათ

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.