Jump to content

Recommended Posts

Posted

 

 

image.png 

Marathon Digital-მა პირველი ადგილი დაიკავა CoinGecko-ს მაინინგ კომპანიების სიაში მოპოვებული აქტივების მოცულობის მიხედვით. მის განკარგულებაშია 13726 BTC. 

image.png 

მაინინგ კომპანიების მარაგები. წყარო: CoinGecko. 

ეს თანხა შეადგენს ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 35%-ს, რომელსაც კრიპტოვალუტის მაინინგ კომპანიები მართავენ. Marathon-ის აღჭურვილობა მოიცავს 150 ათასზე მეტ მაინინგ მოწყობილობას საერთო ჰეშრეითით 23.1 EH/s - ქსელის მთლიანი სიმძლავრის 4.8%. 

კომპანია ასევე ლიდერებს შორის აღმოჩნდა საბაზრო კაპიტალიზაცის მიხედვით 1.64 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. გასული 12 თვის განმავლობაში Marathon-მა გამოიმუშავა 17 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი - წინა პერიოდთან შედარებით 47.8%-ით მეტი. 

Riot Platforms გახდა ყველაზე კაპიტალიზებული კომპანია 1.94 მლრდ აშშ დოლარით და 7309 BTC-ის მარაგით. მაინერმა წლიურ შემოსავლად 250 მლნ აშშ დოლარი გამოაცხადა. 

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის 14 უმსხვილესი კომპანია ფლობს სულ 38.903 BTC-ს - Bitcoin-ის მაქსიმალური მიწოდების მხოლოდ 0.18%-ს. ეს მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად ნაკლებია MicroStrategy-ის 158.400 BTC-თან შედარებით. 

Canaan-მა მიიღო ყველაზე მაღალი შემოსავალი გასული წლის განმავლობაში 270 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მისი მაჩვენებელი 93%-ით მეტია CleanSpark-თან და 226%-ით მაღალი Hive Digital Technologies-თან შედარებით.Top of Form 

აღსანიშნავია, რომ CleanSpark-მა 12 თვეში სულ 5327 BTC მოიპოვა, რაც გულისხმობს მონეტების აქტიურ გამოყენებას ოპერაიული მიზნებისთვის მარაგებთან მიმართებაში, ვარაუდობენ ექსპერტები. იმავე პერიოდში Hive Digital Technologies-მა მოიპოვა 1889 BTC, მაგრამ ფლობს Bitcoin-ის უფრო დიდ მოცულობას. 

მონეტების ყველაზე მცირე რაოდენობა კონცენტრირებულია Argo Blockchain-სა და Core Scientific-ში - შესაბამისად 32 და 10 BTC. ეს უკანასკნელი ოდესღაც უმსხვილესი საჯარო მაინერი იყო, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში გააკეთა განცხადება გაკოტრების შესახებ. 

კრიპტოვალუტის მაინინგის მცირე კომპანიებს შორის CoinGecko-მ გამოყო Bit Digital, რომელიც ფლობს 821 BTC-ს. კომპანიას აქვს 44.886 მოწყობილობა, რომელთაგან 99% მუშაობს უნახშირბადო ენერგიის წყაროებზე. 

მკვლევარებმა გამოიყენეს SEC-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფაილები, ფინანსური ანგარიშგებები და კომპანიების რეიტინგების ბოლო პრეს-რელიზები. საჯარო მონაცემების ნაკლებობის გამო რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, როგორებიცაა Bitdeer Technologies Group, TeraWulf, BIGG Digital Assets, BitNile Holdings და Iris Energy, გამორიცხული იქნა კვლევიდან. 

შეგახსენებთ, რომ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ქსელის მოახლოებულ განახევრებას მაინერებისთვის გადამწყვეტი ტესტი უწოდეს ბლოკის ჯილდოების შემცირებისა და ხარჯების ზრდის გამო. 

ოქტომბრის ბოლოს პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულემ მორიგი გადაანგარიშების შედეგად განაახლა ისტორიული მაქსიმუმი დაახლოებით 62.4 T-ს დონეზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.