Magdalena Posted November 7, 2023 Posted November 7, 2023 გასულ კვირას Apple-მა ღონისძიება Scary fast-ზე წარადგინა ახალი პროცესორი M3 და პირველი კომპიუტერები ამ ჩიპით: 24-დუიმიანი iMac და ლეპტოპ MacBook Pro-ს საბაზისო ვერსია. კომპანიამ ტრადიციულად ახალი პროცესორების მინიმალური ტექნიკური ინფორმაცია გააზიარა, თუმცა თავი მოიწონა გაზრდილი წარმადობით. პირველმა ტესტებმა ეს განცხადება დაადასტურა, აგრეთვე შესაძლებელი გახადა M3 პროცესორის M2-თან პირდაპირი შედარება. ფოტოს წყარო: apple.com Apple-მა კონკრეტული ჩიპების შედარების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭა ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის ბირთვების შედარებას სხვადასხვა თაობაში. M3 თაობის ენერგოეფექტური ბირთვები 30%-ით სწრაფი აღმოჩნდა M2 თაობასთან შედარებით და 50%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. M3 ჩიპების მაღალი წარმადობის ბირთვები 15%-თ უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო 30%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. რაც შეეხება თავად პროცესორ M3-ს, მისი რვაბირთიანი CPU დაახლოებით 35%-ით სწრაფია M1-თან შედარებით, ხოლო ამ ჩიპისთვის მაქსიმალური 10-ბირთვიანი პროცესორი 65%-ით სწრაფი M1-თან შედარებით. M2 ჩიპი კომპანიას ახალ პროცესორთან პრეზენტაციის დროს არ შეუდარებია. ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა პროცესორ M3-ის წარმადობის პირველი ტესტები, რომლებიც MacBook Pro-ს საბაზისო მოდელზე ჩატარდა. ტესტის შედეგები ადასტურებენ Apple-ის განცხადებს, რესურსი 9to5Mac ადასტურებს ამ მაჩვენებლების სანდოობას. მათ მოიყვანეს შედარებები Apple-ის წინა თაობებთან: Apple iMac ჩიპ M1-ის ბაზაზე 2300 (ერთნაკადიანი ტესტი) და 8300 (მრავალბირთვიანი) ქულა; Apple MacBook Air ჩიპ M2-ის ბაზაზე - 2600 და 9700 ქულა; Apple MacBook Pro ჩიპ M3-ის ბაზაზე 3030 და 11 694 ქულა. გამოდის, რომ ერთბირთვიან წარმადობაში M3 16%-ით უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო მრავალბირთვიან ტესტში ახალი ჩიპის უპირატესობაა 20%. ფოტოს წყარო: geekbench.com სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს წარმადობის რეალურ მაჩვენებლებს, მაგრამ ისინი დიდწილად ეთანნხმება Apple-ის განცხადებებს წინა თაობებთან შედარებით სიჩქარის ზრდის შესახებ. მაგალითად, კომპანიის ლეპტოპებში უკვე გამოიყენენს ჩიპები M3 ინდექსით - თუმცა ეს იყო Intel Core m3 12-დუიმიანი MacBook-ში 2016 წელს. მან დააგროვა დაახლოებით 700 ქულა ერთბირთვიან ტესტში და დაახლოებით 1500 ქულა მრავალბირთვიან ტესტში - პროგრესი აშკარაა! https://tinyurl.com/3mvrpbva Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.