Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ წყაროების მიხედვით Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, Qualcomm-სა და Revegnus-თან მომავალ ფლაგმანურ Galaxy S სმარტფონებში FidelityFX Super Resolution (FSR) ტექნოლოგიის მხარდაჭერის დასანერგად. საუბარია Exynos და Snapdragon პროცესორების მქონე მოწყობილობებზე, ხოლო FSR-ის მხარდაჭერის მქონე პირველი მოდელები შესაძლოა იყოს Galaxy S24 სმარტფონები, რომელთა დებიუტი იანვარში შედგება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

FSR ტექნოლოგა არის ინსტრუმენტი გამოახულების ინტელექტუალური მასშტაბირებისთვის, რომელიც NVIDIA-ს Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) ანალოიურად საშუალებას იძლევა კადრების რენდერინგი მოხდეს უფრო დაბალი გაფართოებით, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მეშვეობით ახდენს გამოსახულების მასშტაბირებას უფრო მაღალ გაფართოებაზე. იგი მხარდაჭერილია თანამედროვე AMD Radeon ვიდეო ბარათებზე, აგრეთვე ხელმისაწვდომია Steam Deck და ASUS ROG Ally პორტატულ კონსოლებზე. 

როგორც ცნობილი გახდა, Samsung გეგმავს FSR-ის მობილურ მოწყობილობებში გამოყენებას დამატებითი კადრების და პიქსელების გენეაციისთვის, ასევე თამაშებში გამოსახულების გაზრდისთვის. მოსალოდნელია, რომ სამხრეთკორეული კომპანიის პირველი, FSR-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა იქნება Galaxy S24, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. FSR ტექნოლოგია მომავალი თაობის პროცესორებთან ერთად, როგორებიცაა Exynos 2400 და Snapdragon 8 Gen 3, უზრუნველყოფს წარმადობის შთამბეჭდავ დონეს თამაშებში რეითრეისინგის მაღალი მოთხოვნების პირობებში კი, რომელიც გეიმინგ სფეროში უფრო რეალისტური გამოსახულებების და ჩრდილების ფორმირების საშუალებას იძლევა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.