Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებისთვის მიძღვნილ კვარტალურ საანგარიშგებო კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მომავალ წელს გეგმავს ინტეგრირებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონის გამოშვებას, წერს BusinessKorea. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

„ჩვენ ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის, როგორც ახალი გამოცდილების დანერგვაზე ჩვენს მოწყობილობებში“, - განაცხადა Samsung-მა და დაამატა, რომ ასეთი გაჯეტების წარმოებას 2024 წელს გეგმავს. 

საუბარი ეხება OpenAI-ს ChatGPT-ის მსგავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელიც გაეშვება ლოკალურად და არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და გარე ქლაუდთან დაკავშირება. ასეთი სმარტფონის მფლობელი სხვადასხვა სერვისზე წვდომას მიიღებს მარტივი ბრძანების მეშვეობით. 

BusinessKorea-ს ცნობით Samsung ამ მიზნით ავითარებს ხელოვნური ინტელექტის სტანდარტს. სავარაუდოდ პირველი სმარტფონი, რომელიც ახალ ტექნოლოგიას მიიღებს, იქნება ფლაგმანური Galaxy S24, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი, ასევე შესაძლოა ეს იყოს დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Fold6 და Flip6, რომლებიც იმავე წლის მეორე ნახევარში გამოვა. 

ექსპერტები ამ ნაბიჯს განიხილავენ, როგორც Samsung-ის საპასუხო ზომას Apple iPhone 16 სერიის გამოშვებამდე, რომელსაც, სავარაუდოდ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.