Magdalena Posted October 21, 2023 Posted October 21, 2023 AMD-მ წარადგინა ვიდეო ბარათი Radeon RX 7900M, რომლის დებიუტი შედგა გეიმინგ ლეპტოპ Alienware m18-ში. AMD RDNA 3 სერიის ვიდეო ბარათში წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორი Navi 31 და 16 გბ მეხსიერება. ლეპტოპ Alienware-ის მაღალ წარმადობას ასევე უზრუნველყოფს AMD Ryzen 7045HX სერიის პროცესორები. ფოტოს წყარო: dell.com Alienware m18 მოდელი AMD Advantage სერიის ყველაზე მძლავრი 18-დუიმიანი ლეპტოპია. მასში მოცემულია „წითელი“ კომპანიის რეალურად ყველაზე მოწინავე კომპონენტები: ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი AMD Radeon და ყველაზე სწრაფი AMD Ryzen პროცესორი - ხელმისაწვდომია არჩევანი Ryzen 7045HX-დან Ryzen 9 7945HX-მდე პროცესორებში (16 ბირთვი, 32 ნაკადი). AMD Radeon RX 7900M ნიშნავს მწარმოებლის დაბრუნებას ფლაგმანური მობილური ვიდეო ბარათების სეგმენტში, რითაც დიდად არ გამოირჩეოდა RDNA სერია. მასში გამოყენებულია ჩიპლეტური MCM (Multi-Chip Module) სტრუქტურა, რომელიც მოიცავს პროცესორის 5-ნანომეტრიან გამომთვლელ ბლოკს (GCD) და 6-ნანომეტრიან დამხმარე MCD-ს. ფლაგმანური ვიდეო ბარათი შეიცავს 36 WGP (WorkGroup Processors) ბლოკს ან 72 გამომთვლელ ერთეულს (Compute Units), რომლებიც 4608 ბირთვს ქმნიან. ეს რიცხვი 20%-ით მეტია AMD Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით, მაგრამ 10%-ით ნაკლები - Radeon RX 7900 GRE-სთან შედარებით. ხელმისაწვდომია 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტეთი და 64 მბ Infinity Cache. შესაძლებელია ითქვას, რომ AMD ამ შემთხვევაში პოზიციონირებს NVIDIA RTX 40-ის ზედა სეგმენტის დონეზე. AMD Radeon RX 7900M-ის ენერგომოხმარება 160 ვატია და ამ მაჩვენებლის 200 მჰც-ით გაზრდა შესაძლებელია ტექნოლოგია SmartShift-ის ხარჯზე. Alienware m18 „AMD Advantage“-ის დანარჩენი მახასიათებლებია 64 გბ-მდე ორარხიანი მეხსიერება DDR5-4800, სამ ერთეულამდე NVMe M.2 SSD ჯამში 8.5 ტბ მოცულობით, 330 ვატი სიმძლავრის კვების ადაპტერი GaN, 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და 18-დუიმიანი დისპლეი - ხელმისაწვდომია ვარიანტები QHD+ (165 ჰც) და FHD+ (480 ჰც) ეკრანებით. ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გაგრილებაზე პასუხისმგებელია საფირმო სისტემა Cryo-Tech სპილენძის შენადნობის კომპონენტებით და აორთქლების კამერით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, Ethernet პორტი, უნივერსალური 3.5 მმ აუდიოკონექტორი, ორი პორტი USB 3.2 Gen 1 (Type-A და Type-C) და ორი პორტი USB 4 Gen2 Type-C 15 ვატამდე კვების მხარდაჭერით, აგრეთვე DisplayPort 1.4, mini-DisplayPort და სლოტი SD ბარათისთვის. კლავიატურა და კვების ღილაკი წარმოდგენილია AlienFX RGB განათებით. ლეპტოპი Alienware m18 AMD Radeon RX 7900M ვიდეო ბარათით 2799.99 აშშ დოლარად გაიყიდება. https://tinyurl.com/4e9mvsdm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.