Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-მა დაიწყო პროექტ Kuiper-ის რეალიზაცია, რომლის ფარგლებში იგეგმება დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების დაჯგუფება ინტერნეტთან წვდომის მიზნით. საბოლოო ჯამში კომპანია აპირებს კონკურენციის გაწევას SpaceX Starlink სისტემისთვის. პირველი ორი სატესტო აპარატი KuiperSat-1 და KuiperSat-2 გაიგზავნა კოსმოსში კომპანია United Launch Alliance-ის (ULA) რაკეტა Atlas V-თი. 

image.jpeg 

რაკეტა სატესტო თანამგზავრებთან ერთად ფლორიდაში არსებული კეიპ კანავერალის პლატფორმიდან აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 14:06 საათზე გაეშვა. 

მისიას ეწოდა Protoflight, რაც სიმბოლურია, რადგან ორბიტაზე გაეშვა ინტერნეტ-თანამგზავრების პროტოტიპები, რომლებიც განკუთვნილია ტესტების სერიის ჩატარებისთვის, რომელთა შორისაა კოსმოსური ხომალდის სახმელეთო სადგურებსა და სამომხმარებლო ტერმინალებთან დაკავშირების შესაძლებლობის შემოწმება. Amazon-ის საბოლოო მიზანია დედამიწის ახლო ორბიტაზე შექმნას 3236 თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტზე ფართოზოლოვან წვდომას პლანეტის ისეთ ადგილებშიც, რომლებიც ჩვეულებრივი პროვაიდერებისთვის ხელმიუწვდომელია. 

image.jpeg 

არსებული მონაცემებით Kuiper-ის ინტერნეტ-თანამგზავრები იწონის 589-დან 680 კგ-მდე. 2022 წელს Amazon-მა კონტრაქტები გააფორმა რამდენიმე კომპანიასთან, რათა განახორციელოს 83 კოსმოსური ფრენა თავისი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ორბიტაზე გატანის მიზნით. მრავალმილიარდდოლარიანი კონტრაქტები მოიაზრებს Blue Origin-ის New Glen-ს, Arianespace-ის Ariane 6-ს და ULA-ს Vulcan-ის რაკეტებგამოყენებას ორბიტალური თანავარსკვლავედის ორგანიზებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

Amazon-ს დიდი დრო დასჭირდა ამ ეტაპამდე მისასვლელად. პროექტ Kuiper-ის პირველი თანამგზავრები კოსმოსში რამდენიმე თვის წინ უნდა გაეშვათ. ამ მიზნით იგეგმებოდა ABL Space Systems-ის RS1 რაკეტის გამოყენება, მაგრამ ის საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა. შემდეგ დაგეგმილი იყო რაკეტა ULA Vulcan Centaur-ის გამოყენება ინტერნეტ თანამგზავრების გაშვებისთვის, მაგრამ საბოლოოდ მისი Atlas V-ით შეცვლა გადაწყდა. 

image.png 

Project Kuiper-ის სამომხმარებლო ტერმინალი / წყარო: Amazon 

მიუხედავად იმისა, რომ Amazon საბოლოოდ გეგმავს გახდეს SpaceX-ის კონკურენტი თანამგზავრული ინტერნეტ სერვისების მიწოდებაში, ამაზე საუბარი ნაადრევია. ილონ მასკის კომპანია აქტიურად ზრდის საკუთარი ორბიტალური თანავარსკვლავედის ზომას, რომელიც ამჟამად 4800-ზე მეტი თანამგზავრისგან შედგება. Amazon-მა დაგეგმილი თანამგზავრების ნახევარი ორბიტაზე უნდა განათავსოს 2026 წლის შუა რიცხვებისთვის, რათა შეესაბამებოდეს FCC-ის ლიცენზიას. 

  • 1 month later...
Posted

კომპანია Amazon-მა განაცხადა თავის კოსმოსურ ინტერნეტ Project Kuiper-ის მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ: KuiperSat-1 და KuiperSat-2 თანამგზავრების პროტოტიპებმა, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაუშვეს, წარმატებული მანევრირება შეასრულეს ორბიტაზე, რაც შესაძლებელი გახდა ელექტრო ძრავის ინოვაციური სისტემის წყალობით. Project Kuiper-ის მიზანია 3236 თანამგზავრისგან დაჯგუფების ფორმირება მთელ მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომის უზრუნველსაყოფად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

სატესტო თანამგზავრები KuiperSat-1 და KuiperSat-2 გაშვებული იქნა კომპანია United Launch Alliance-ის (ULA) რაკეტა Atlas V-ით 6 ოქტომბერს. ისინი განკუთვნილია როგორც აპარატული, ისე პროგრამული ნაწილის ტესტირებისთვის, მათში შედის დედამწაზე არსებული მართვის ობიექტები და პროცედურები, რომლებიც თანამგზავრების ყველა დაჯგუფებისთვის გამოიყენება. Amazon გეგმავს პირველი მუშა თანამგზავრების გაშვებას მომდევნო წლის დასაწყისში და შერჩეული სერვისის ბეტა-ტესტირების დაწყებას 2024 წლის ბოლოს. 

აშშ-ის ფედერალური კავშირების კომისიის (FCC) მიერ გაცემული ლიცენზიის მოთხოვნების თანახმად Amazon-მა დაგეგმილი 3236 თანამგზავრის არანაკლებ ნახევარი ორბიტაზე 2026 წლის შუა პერიოდამდე უნდა განათავსოს. თანამგზავრების მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება კირკლენდში, შტატ ვაშინგტონში მდებარე Amazon-ის ქარხანაში. კომპანია ელის, რომ საწარმოო სიმძლავრე დღეში ოთხამდე აპარატის გამოშვების საშუალებას მისცემს. 

მ თანამგზავრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მათი ძრავების სისტემა. მასში გამოყენებულია ჰოლის ეფექტი, მუშაობს მზის ენერგიაზე, სამუშაო სხეულად კი გამოყენებულია კრიპტონი. იონურ ძრავებში ხდება კრიპტონის იონიზაცია: იკლებს ან იძენს ელექტრონებს და იონებად გარდაქმნის. შემდეგ ეს იონები ჩქარდება ელექტრულ ველში და ქმნის წევას. Project Kuiper-ის გუნდის მიერ შექმნილი იონური ძრავები უზრუნველყოფს თანამგზავრების ორბიტაზე მანევრირებას და მათ კონტროლირებად გაშვებას ატმოსფეროში დასაწვავად სამუშაო ვადის დასრულების შემდეგ. 

„კოსმოსური უსაფრთხოება და გამძლეობა Project Kuiper-ისთვის საფუძველი იყო პირველივე დღიდან და ჩვენი ძრავების სისტემა - ერთ-ერთი პირველი სისტემაა, რომელიც შევქმენით და გამოვცადეთ ლაბორატორიაში. ჩვენი ძრავები Kuiper-ის ინოვაციის ნათელი მაგალითია და მათი გამოყენება კოსმოსში უსაფრთხო მანევრირებისთვის ჩვენი მისია Protoflight-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. დადებითი შედეგები თანამგზავრული დაჯგუფების შექმნისა და ამოქმედების გეგმებში უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვანიჭებს“ - განაცხადა Project Kuiper-ის ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტმა Rajeev Badyal-მა. 

image.jpeg 

Amazon-მა აგრეთვე განაცხადა, რომ აუცილებლია ყველა იმ თანამგზავრს ჰქონდეს ეფექტური მანევრირების ფუნქციები, რომლებიც 400 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე დაფრინავენ. კომპანია მოუწოდებს თანამგზავრულ ოპერატორებს გააზიარონ მანევრირების ინფორმაცია დედამიწის დაბალ ორბიტაზე ფრენების უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის გასაუმჯობესებლად. 

Amazon-ის პროექტი Kuiper, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩამორჩება SpaceX-ის Starlink ქსელს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ინტერნეტის განვითარებაში მთელს მსოფლიოში. KuiperSat-1 და KuiperSat-2 სატესტო თანამგზავრების წარმატებული ტესტირება აფიქსირებს Amazon-ის ტექნიკურ გამოცდილებას და ინოვაციის მნიშვნელობას კოსმოსურ უსაფრთხოებაში. ამ მიღწევებმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მხრი იმ ადგილებში, სადაც იგი ჯერ კიდევ მიუწვდომელია. 

  • Power_VANO changed the title to Amazon Project Kuiper ინტერნეტ-თანამგზავრები
Posted

Amazon Kuiper-ის საკომუნიკაციო თანამგზავრების პირველი პარტია წარმატებით გაუშვეს 

თვის დასაწყისიდან Amazon, აეროკოსმოსურ კომპანია ULA-ს დახმარებით, ცდილობდა დედამიწის ორბიტაზე Kuiper-ის 27 საკომუნიკაციო თანამგზავრისგან შემდგარი პირველი ჯგუფის გაშვებას, თუმცა სხვადასხვა ფაქტორმა არაერთხელ შეაფერხა მათი პროგრესი. ამჟამად დაგეგმილი გაშვება მაინც შედგა, რაც პროექტ Kuiper-ის განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon 

Amazon-ის თანამგზავრების ისტორიული გაშვება მოხდა ფლორიდაში, კანავერალის საჰაერო ძალების ბაზზე მდებარე სასტარტო მოედნიდან. ყველა სისტემა ნორმალურად მუშაობდა და ამინდიც ხელსაყრელი იყო რაკეტა Atlas V-ის წარმატებით გასაშვებად, რომლის ბორტზეც Kuiper-ის 27 საკომუნიკაციო თანამგზავრი იყო განთავსებული. დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 450 კმ სიმაღლეზე, მოსალოდნელია, რომ თანამგზავრები რაკეტას გამოეყოფა, რის შემდეგაც Amazon- შეეძლება დედამიწასთან ახლოს მდებარე სივრცეში მანევრირების უნარის გამოცდა და კომპანიის სახმელეთო ინფრასტრუქტურასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა. 

Amazon-ის გეგმების შესახებ, რომელიც დედამიწის ახლო ორბიტაზე საკომუნიკაციო თანამგზავრების თანავარსკვლავედის ფორმირებას გულისხმობს, პირველად ექვსი წლის წინ გახდა ცნობილი. ის ილონ მასკის Starlink-ის ინფრასტრუქტურასთან პირდაპირი კონკურენციისთვის იყო განკუთვნილი. ეს უკანასკნელი ამჟამად დომინირებს ამ ბაზრის სეგმენტში და დედამიწის ახლომდებარე ორბიტაზე დაახლოებით 8 ათასი თანამგზავრი ჰყავს. ლიცენზირების ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად Amazon-ს მომავალი წლის ზაფხულისთვის კოსმოსში მინიმუმ 1618 თანამგზავრი უნდა ჰყავდეს, ამიტომ კომპანიას საკმაოდ სწრაფი ტემპით მოუწევს დაწყებული საქმიანობის გაგრძელება. 

საკუთარი მიწოდების საშუალებების გარდა Amazon-ი ეყრდნობა ULA-ს, ასევე კონკურენტ SpaceX-ს, ევროპულ აეროკოსმოსურ კომპანია Arianspace-ს და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის კუთვნილ სტარტაპ Blue Origin-ს. ამჟამად კომპანიას 80-ზე მეტი გაშვება აქვს დაჯავშნილი და თანამგზავრული კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მინიმუმ 10 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. წელს კომპანია გეგმავს სერვისის გამოშვებას კომერციული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც თანამგზავრული ინტერნეტი სჭირდებათ. 

 

  • 3 months later...
Posted

Amazon ყველა მსურველს შესთავაზებს პროექტ Kuiper-ის თანამგზავრულ ინტერნეტთან დაკავშირებას 2026 წლის შუა პერიოდისთვის 

Amazon მზად იქნება ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისები თავისი Project Kuiper თანამგზავრული სისტემის მეშვეობით 2026 წლის შუა პერიოდისთვის უზრუნველყოს, წერს The Register ავსტრალიის ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის ოპერატორ NBN Co.-ს მონაცემებზე დაყრდნობით. 

image.png 

ფოტოს წყარო: Amazon 

ასეთი ვადების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ Amazon-თან ავსტრალიის შორეული რეგიონების მოსახლეობისთვის ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდების შესახებ გარიგება დადო. ეს ამბავი Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ენდი ჯასის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების შემდეგ გავრცელდა, სადაც ის იმედოვნებდა, რომ კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სისტემის კომერციული ბეტა ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებ. 

ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იყენებს Amazon-ის ხელმძღვანელი ასეთ ფორმულირებასა უფრო დადებითი ფრაზების ნაცვლად. დღეისათვის კომპანიამ დაგეგმილი 3200 თანამგზავრიდან მხოლოდ 78 გაუშვა. Project Kuiper-ის გაფართოების ფარგლებში 24 თანამგზავრისგან შემდგარი შემდეგი პარტიის გაშვება ამ კვირაშია დაგეგმილი. კომპანია გეგმავს, რომ დაგეგმილი თანამგზავრების დაახლოებით ნახევარი ორბიტაზე 2026 წლის შუა პერიოდისთვის გაიყვანოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა პროგრამის გრაფიკში არსებული ყველა შეფერხების გათვალისწინებით. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ NBN Co-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს, თუ Amazon-ი ვადას ვერ დაიცავს ან მზად იქნება შესთავაზოს მნიშვნელოვანი შეზღუდვებით მომსახურება. კომპანია მართავს რამდენიმე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრს, რომლებიც ავსტრალიის მასშტაბით 100 ათასზე მეტ ობიექტთან კავშირს უზრუნველყოფენ. ამ თანამგზავრების ექსპლუატაცია 2032 წელს დასრულდება, ამიტომ NBN Co-ს აქვს დრო, რომ მათ შეცვლაზე იფიქროს. 

Amazon-ჯერ არ გამოუცხადებია თავისი ინტერნეტ სერვისის ფასი დაა არ წარუდგენია ტერმინალის საბოლოო ვერსია, რომელსაც მომხმარებლები თანამგზავრებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებენ. ამ სფეროში Amazon-ის მთავარმა კონკურენტმა SpaceX-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ავსტრალიაში მის Starlink-ის თანამგზავრულ სისტემას ამჟამად 350 ათასზე მეტი მომხმარებელი იყენებს. 

 

  • 4 weeks later...
Posted

Amazon-ის თანამგზავრული ინტერნეტი სამჯერ უფრო სწრაფი აღმოჩნდა Starlink-თან შედარებით - ჩამოტვირთვისას 1.28 /წმ სიჩქარით 

Amazon-მა წარმატებით გატესტა Project Kuiper-ის თანამგზავრული ინტერნეტ სისტემა, რომელმაც ჩამოტვირთვის რეკორდულ სიჩქარე მიაღწია. ტესტირებამ, რომელიც პერსონალური კომპიუტერისა და Ookla- Speedtest ვებ სერვისის გამოყენებით ჩატარდა, რაც ინტერნეტ კავშირის ხარისხის უფასო გაზომვებს უზრუნველყოფს, 1280 მბ/წმ შედეგი აჩვენა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Amazon 

PCMag-ის ცნობით, რეკორდი დამყარდა კორპორატიული დონის სამომხმარებლო ტერმინალის გამოყენებით, რომელსაც ჰქონდა 75 x 50 სმ ანტენა, რომელიც თავდაპირველად გიგაბიტური სიჩქარის მხარდასაჭერად იყო შექმნილი. შედარებისთვის, Kuiper-ის სტანდარტული სამომხმარებლო ანტენა 400 მბ/წმ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა Rajeev Badyal-მა აღნიშნა, ეს არის პირველი კომერციული ფაზირებული მასივის ანტენა (PA), რომელიც დედამიწის დაბალი ორბიტიდან 1 გბ/წმ-ზე მეტ სიჩქარეს უზრუნველყოფს. მან აღნიშნა, რომ გუნდი მოუთმენლად ელის ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებისთვის მიწოდებას. 

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ტესტები მინიმალური დატვირთვის მქონე ქსელზე ტარდება, რადგან სერვისი ჯერ არ არის გაშვებული კომერციული მომხმარებლებისთვის. ვიქტორიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორმა, თანამგზავრული სისტემების სპეციალისტმა Jianping Pan-მა განმარტა, რომ რეალურ პირობებში აუცილებელია მრავალი მომხმარებლის ერთდროული კავშირის გათვალისწინება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სიჩქარეზე. 

ამასობაში, მის მთავარ კონკურენტ SpaceX-ის Starlink სისტემა ასევე ემზადება გიგაბიტური სიჩქარის მიწოდებისთვის. ივნისში კომპანიამ წარმოადგინა ახალი, 1999 აშშ დოლარიანი საწარმოო დონის ანტენა, რომელიც ამჟამად 400 მბ/წმ-ზე მეტ სიჩქარეს უზრუნველყოფს და მომავალ წელს მისი ახალი თაობის V3 თანამგზავრების გაშვებისას 1 გბ/წმ მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. 

Project Kuiper-ს ჯერ არ გამოუცხადებია კომერციული მომსახურების დაწყების ვადები. თუმცა, პროექტი უკვე იღებს ფედერალურ დაფინანსებას, რათა ფართოზოლოვანი ინტერნეტი უზრუნველყოს ისეთ შტატებში, როგორიცაა ვაიომინგი, სადაც ის გეგმავს მინიმუმ 150 მბ/წმ სიჩქარის მიწოდებას. ამჟამად ორბიტაზე Kuiper-ის 100-ზე მეტი თანამგზავრია, ხოლო მომდევნო კვირებსა და თვეებში კიდევ უფრო მეტის გაშვება იგეგმება სრულად ფუნქციონალური დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის. 

  • 2 months later...
Posted

Amazon-მა თანამგზავრული ინტერნეტისთვის წარადგინა ანტენა Leo Ultra 1 გბ/წმ სიჩქარით - Starlink-ზე 2.5-ჯერ უფრო სწრაფი 

Amazon-მა დააანონსა Leo Ultra, რომელიც წარმოადგენს მისი Amazon Leo სატელიტური ინტერნეტ სერვისის (ადრე ცნობილი, როგორც Project Kuiper) ანტენას. მწარმოებელმა გამოაცხადა მოწყობილობის დახურული ტესტირების პროგრამის შესახებ, რომლის კომერციული გამოშვება მომავალ წელს იგეგმება. Leo Ultra განკუთვნილია „კორპორატიული და სამთავრობო მომხმარებლებისთვის“, განსხვავებით Leo-ს ანტენის ორი სხვა, უფრო კომპაქტური ვარიანტისგან, რომლებიც ასევე კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Amazon 

Amazon- ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია ანტენის ფასების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. The Verge-ის ცნობით, მოწყობილობის ზომებია 20 x 30 დუიმი (50 x 76 სმ). Amazon-ის თქმით, Leo Ultra არის „წარმოებაში არსებული ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ტერმინალი“, რომელიც 1 გბ/წმ-მდე ჩამოტვირთვის და 400 მბ/წმ-მდე ატვირთვის სიჩქარეს სთავაზობს მომხმარებელს, ასევე მხარს უჭერს კერძო ქსელებს და პირდაპირ კავშირს Amazon Web Services (AWS)-სა და სხვა ქლაუდ ქსელებთან. Leo Pro, რომლის ზომაა დაახლოებით 27 სმ, მხარს უჭერს 400 მბ/წმ-მდე ჩამოტვირთვის სიჩქარეს, ხოლო Leo Nano, რომლის ზომ დაახლოებით 18 სმ-ია, მხარს უჭერს 100 მბ/წმ-მდე ჩამოტვირთვის სიჩქარეს. 

შედარებისთვის, Starlink-ის ბიზნეს გეგმები მხარს უჭერს 400 მბ/წმ-მდე ჩამოტვირთვის სიჩქარეს, რაც Amazon-ის მიერ გამოცხადებული მაქსიმალური სიჩქარის ნახევარზე ნაკლებია. თუმცა, როგორც ამბობენ, SpaceX-ის მომავალ Starlink V3 თანამგზავრ 1 ტ/წმ სიჩქარის მხარდაჭერა ექნება. SpaceX-მა ასევე უკვე წარადგინა 1 გბ/წმ სიჩქარის ანტენა. 

Amazon-ის Leo თანამგზავრების თანავარსკვლავედი ამჟამად 150-ზე მეტ თანამგზავრს მოიცავს. კომპანია გეგმავს თანამგზავრების შემდეგი პარტიის ორბიტაზე გაშვებას დეკემბრის შუა რიცხვებში, რაც მათ საერთო რაოდენობას 180-მდე გაზრდის. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.