Magdalena Posted October 6, 2023 Posted October 6, 2023 Intel-ის პირველი ოფიციალური მარკეტინგული მასალების გაჟონვამ განახლებული Raptor Lake-S Refresh პროცესორების შესახებ დაადასტურა სამი მოსალოდნელი ჩიპის მოდელის მახასიათებლები. კერძოდ, საუბარია ფლაგმანურ Core i9-14900K მოდელზე, ასევე საშუალო დონის Core i7-14700K და Core i5-14600K ჩიპებზე. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის იაპონურ ოფისის მარკეტინგული მასალები ადასტურებს, რომ 24-ბირთვიანი Core i9-14900K-ს შემდგენლობაში მოცემულია 8 მაღალი წარმადობის P- და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი. ეს არის Intel-ის პირველი პროცესორი, რომელსაც შეუძლია 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება ერთ-ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. Intel Core i7-14700K მოდელს ექნება ოთხი დამატებითი ენერგოეფექტური ბირთვი. ამრიგად, პროცესორში წარმოდგენილი იქნება 20 ბირთვი 8P+12E კონფიგურაციით და 28 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ეს გახლავთ Raptor Lake Refresh სერიის ერთადერთი მოდელი, რომელშიც ბირთვების რაოდენობა გაიზარდა. შედარებისთვის, აქტუალური Intel Core i7-13700K ჩიპის კონფიგურაციაა 8P + 8E ბირთვი. ახალი პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 5.6 გჰც-ს შეადგენს. Core i5-14600K მოდელს აქვს 14 ბირთვი (6P+8E) 20 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, მაქსიმალური სიხშირე 5.3 გჰც-ია. ამრიგად, ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ განახლებულ ჩიპებს 200 მჰც მაქსიმალური სიხშირე დაემატა. არაოფიციალური ცნობებით მათი საბაზისო სიხშირეც 200 მჰც-ით გაიზარდა. ინფორმაციის გაზიარების ფონზე ზოგიერთმა მომხმარებელმა ამ პროცესორების სასაქონლო შეფუთვების ფოტოები გამოაქვეყნა. მე-14 თაობის Intel Core პროცესორების, კონკრეტულად კი 125-ვატიანი TDP-ის მქონე განბლოკილი მამრავლების მქონე მოდელების (ჩიპები K და KF სუფიქსებით) გაყიდვის დაწყების დროდ 17 ოქტომბერია მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: VideoCardz Raptor Lakes-S Refresh პროცესორების ღირებულება Intel-ს ჯერ არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/48yk8a6a 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.