Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung Galaxy S24 სერიის ფლაგმანური სმარტფონების ხაზის ოფიციალურ პრეზენტაციამდე ოთხი თვე რჩება, მაგრამ ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უკვე გავეცნოთ მომავალი ახალი პროდუქტების დიზაინს და ზოგიერთ მახასიათებელს. ვებ-გვერდ SmartPrix-მა ინსაიდერთან ერთად, რომელიც ცნობილია მეტსახელით @OnLeaks, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა Samsung Galaxy S24 Ultra-ს ვიდეოები და მაღალი ხარისხის რენდერები. ადრე მათ უკვე გამოავლინეს „ჩვეულებრივი“ ფლაგმანურGalaxy S24-ის დიზაინი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: @ONLEAKS × @SMARTPIX 

რენდერებით თუ ვიმსჯელებთ Galaxy S24 Ultra-ს დიზაინი უკიდურესად წააგავს წინამორბედს. ძირითადი კამერები განლაგებულია Galaxy S23 Ultra-ს მსგავსად. ახალ სმარტფონსაც მკვეთრი კუთხეები აქვს, მაგრამ ეკრანის კიდეები ნაკლებად მომრგვალებულია S23 Ultra-სთან შედარებით. Samsung-მა ჩარჩოს ზომები მინიმუმამდე შეამცირა და გახადა ისინი სიმეტრიული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედა ჩარჩო საბოლოოდ დაემთხვევა დანარჩენის ზომებს. 

image.jpeg 

ინსაიდერების მტკიცებით Samsung სმარტფონის კონსტრუქციაში იყენებს ტიტანის შენადნობს, ახალი მოწყობილობა 233 გრამი იქნება - 1 გრამით ნაკლები ამჟამინდელ მოდელთან შედარებით. 

რსებული მონაცემებით Galaxy S24 Ultra-ს ზომაა 162.3 × 79 × 8.7 მმ, შედეგად იგი S23 Ultra-სთან შედარებით მოკლეა, მაგრამ განიერი. აგრეთვე ცნობილია, რომ Samsung მომავალ ფლაგმანში დაამატებს სუპერფართოზოლოვანი კავშირის ანტენას (UWB). 

არაოფიციალური ცნობების თანახმად Galaxy S24 Ultra-ს გლობალური ვერსია Exynos 2400 პროცესორით გამოვა, ხოლო კანადაში, ჩინეთსა და აშშ-ში Snapdragon 8 Gen 3 ჩიპის მქონე ვერსია გაიყიდება. სმარტფონ სავარაუდოდ ექნება LTPO OLED ეკრანი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2500 კდ/2-მდე მაქსიმალური სიკაშკაშით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.