Magdalena Posted September 27, 2023 Posted September 27, 2023 Google-ის Pixel 8 და Pixel 8 Pro სმარტფონების ოფიციალური ანონსი 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ახალი პროდუქტების ოფიციალური რენდერები ყველა ფერის ვარიანტით. ისინი გამოქვეყნდა რესურს MySmartPrice-ის, რომელიც ინსაიდერული ინფორმაციის სანდო წყაროს რეპუტაცის ფლობს. Pixel 8 ოფიციალური რენდერები ადასტურებენ, რომ Pixel 8 სერიის სმარტფონები წინამორბედების მსგავსია, თუმცა უფრო მომრგვალებული კუთხეები აქვთ. Pixel 8 რენდერებზე წარმოდგენილია Pixel 8 მოდელი შემდეგ ფერებში: Peony Rose (ვარდისფერი), Grey (ნაცრისფერი) და Black Obsidian (შავი). საბაზისო ვერსიისგან განსხვავებით Pixel 8 Pro მოდელი ხელმისაწვდომი იქნება Sky Blue (ცისფერი), Porcelain (ღია კრემისფერი) და Black Obsidian (შავი) ფერის ვარიანტებად. Pixel 8 ოფიციალურ რენდერებზე Pixel 8 სერიის სმარტფონების კამერები წინამორბედის მსგავსად განთავსებულია უკანა პანელზე არსებულ გამოწეულ ბლოკზე. Pixel 8 Pro ასევე დადასტურებულია, რომ Pixel 8 Pro სმარტფონს ექნება სამი უკანა კამერა და LED განათება. გარდა ამისა, უკანა პანელზე კამერების გვერდით ჩანს ახალი ტემპერატურული სენსორი. Pixel 8 Pro ონლაინ სიმულატორის თანახმად Pixel 8 Pro-ს ექნება 5G mmWave ქსელების მხარდაჭერა, ასევე ტელეფოტო მოდული 5x ოპტიკური ზუმით. და თუ ვიმსჯელებთ რენდერებით, საბაზისო მოდელის მთავარი კამერა ორ სენსორს მოიცავს. Pixel 8 Pro https://tinyurl.com/ykzkswv4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.