Magdalena Posted September 21, 2023 Posted September 21, 2023 გასულ კვირაში Valve-მ გეიმინგ პლატფორმა Steam-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლება გამოაცხადა პორტატულ სათამაშო კონსოლ Steam Deck-ზე. ამჟამად კი ASUS-მა განაცხადა პორტატულ კონსოლ ROG Ally-ს უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გაყიდვის დაწყების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში იყო წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: ASUS გეიმინგ კონსოლ ASUS ROG Ally-ს, მოდელის ნომრით RC71L-Z1512, აქვს ექვსბირთვიანი და 12-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen Z1. ჩიპში გამოყენებულია ბირთვების გამომთვლელი არქიტექტურა Zen 4, ასევე აქვს ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 3-ის ოთხი ბლოკი. შეგახსენებთ, რომ Ryzen Z1 Extreme პროცესორის შემადგენლობაში, რომელიც ROG Ally-ს უფრო ადრე გამოსულ, შედარებით ძვირადღირებულ ვერსიაში გამოიყენება, მოცემულია 8 ბირთვი 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და აქვს RDNA 3 გრაფიკის 12 ბლოკი. ASUS ROG Ally Ryzen Z1-ისა და Ryzen Z1 Extreme-ს დანარჩენი მახასიათებლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივეს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. ორივე მათგანზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, აგრეთვე გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგიები FSR (FidelityFX) და RSR (Radeon Super Resolution). კონსოლს აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5-6400. Ryzen Z1 Extreme ჩიპზე დამყარებული ვერსიის მსგავსად ახალ ვარიანტსაც აქვს საფირმო ინტერფეისი ROG XG Mobile გარე ვიდეო ბარათთან დაკავშირებისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლი Ryzen Z1 პროცესორით უკვე ხელმისაწვდომია მსხვილ ამერიკულ საცალო ქსელ BestBuy-ზე, ასევე ASUS-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში. მოწყობილობა სხვა რეგიონებში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. კონსოლი 599 აშშ დოლარი ღირს, რაც 100 აშშ დოლარით იაფია Ryzen Z1 Extreme ჩიპის მქონე მოდელთან შედარებით. თუმცა Steam Deck-ის ძირითადი ვერსია მაინც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია - მისი კონსოლის ფასია 399 აშშ დოლარი, ხოლო ამჟამინდელი ფასდაკლებით - 359 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4knt2xfb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.