Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტატულ კონსოლ Legion Go-ს გამოშვებით Lenovo აპირებს არა მხოლოდ აღნიშნოს შესვლა გეიმინგ სეგმენტში, არამედ გახსნას მთელი ეკოსისტემა: კონსოლი აღჭურვილი იქნება შერეული რეალობის გეიმინგ სათვალით, აცხადებს რესურსი Windows Report. გამოქვეყნდა მოწყობილობის ახალი რენდერებიც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: windowsreport.com 

პორტატული კონსოლი Lenovo Legion Go, რომელიც მუშაობს Windows 11-ზე, სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება IFA 2023-ზე სექტემბერში - ის გახდება ისეთი მოდელების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Valve Steam Deck, ASUS ROG Ally, ასევე AYANEO-ს მოწყობილობები. შერეული რეალობის სათვალე Legion AR Glasses შესამჩნევი უპირატესობა იქნება. იგი მოწყობილობას დაუკავშირდებUSB სადენით - საკუთარი კვების წყაროს არარსებობა მა საკმაოდ კომპაქტურს ხდის; სათვალე და სადენი ცალ-ცალკე გაიყიდება. 

image.jpeg 

Lenovo Legion Go-ს ტექნიკური მახასიათებლების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ იგი იმუშავებს AMD Ryzen Z1 სერიის მობილურ პროცესორზე, რომელსაც აქვს AMD Zen4 მიკროარქიტექტურის ცენტრალური პროცესორი 8 ბირთვით, 16 ნაკადით და 5.1 გჰც-მდე სიხშირით, აქვს ასევე ინტეგრირებული გრაფიკა RDNA3 12 გამომთვლელი ბლოკითა და 2.7 გჰც სიხშირით - ანალოგიური ჩიპია წარმოდგენილი ASUS ROG Ally-ს უფროს ვერსიაში. 8-დუიმიან ეკრანს აქვს კონკურენტებთან შედარები წვრილი ჩარჩო, გვერდების სავარაუდო შეფარდებაა 16:10. 

Lenovo Legion Go 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

აღსანიშნავია სამართავი ელემენტების სრული ნაკრები მოსახსნელ კონტროლერებზე, ასევე წარმოდგენილია კარგად გააზრებული გაგრილების სისტემა: შემავალი ჭრილები განლაგებულია მოწყობილობის ქვედა ნაწილში, ხოლო გამომავალი - ზევით. ეს ნიშნავს, რომ ცხელი ჰაერი არ იქნება მიმართული მომხმარებლისკენ. უკანა მხარეს მოცემულია მოსახერხებელი სადგამი, კომპლექტს კი ავსებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტი და კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი ჯეკი. 

  • Thanks 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.