Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-ის უახლესი დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Flip5 და Galaxy Z Fold5 მომხმარებლებში ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. მხოლოდ სამხრეთ კორეაში მათზე 1020000 წინასწარი შეკვეთა გაიცა, ხოლო Galaxy Z Flip5 მოდელმა ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: June Wan / ZDNET 

ახალი სმარტფონების მიმართ დიდი ინტერესი ცოტა გასაკვირია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად, ახალი მოწყობილობები ოდნავ განსხვავდება წინამორბედებისგან. ისინი ცოტა უფრო თხელია, ცოტა უფრო ძლიერი და აქვთ რამდენიმე ახალი ფუნქცია, როგორიცაა Flex Window Z Flip5-ზე, მაგრამ არაფერი რევოლუციური. ამის მიუხედავად ინტერესი ასეთი მოწყობილობების მიმართ კვლავ იზრდება. 

წინა თაობის Galaxy Z Flip4-ისა და Galaxy Z Fold4-ის ჯამურ 970 ათას წინასწარ შეკვეთასთან შედარებით ახალი 1020000 წინასწარ შეკვეთა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზრდა არ იყოს,  მაგრამ მაინც ზრდაა. სხვა ქვეყნებში ახალი მოწყობილობების წინასწარი შეკვეთების რაოდენობის შესახებ ჯერ არაფერია ნათქვამი, მაგრამ Samsung-მა ბოლო Unpacked ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დასაკეცი მოდელები მისი სმარტფონების გაყიდვების დაახლოებით 20%-ს შეადგენს მთელ მსოფლიოში. 

ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე საინტერესო არის არა მხოლოდ წინასწარი შეკვეთების რაოდენობის ზრდა, არამედ ის, რომ ამ შეკვეთების 70% Galaxy Z Flip5 მოდელზე მოდის. ეს 10 პუნქტით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ Flip სერიის სმარტფონები ყოველთვის უფრო პოპულარული იყო, ვიდრე Fold მოდელები. როგორც ჩანს, პოპულარობის ამ სხვაობის ზრდა კიდევ გრძელდება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.