#Skinhead Posted April 6, 2011 Posted April 6, 2011 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სავსე სიცოცხლით ცხოვრების უფლება აქვთ, და დღეს ეს უფლება მათთვის ელექტრონიკითაა უზრუნველყოფილი. ახალი იდეა წარმოგვიდგინა დიზაინერმა კვონ კი ნამმა (Kwon Ki Nam), მან უსინათლოთათვის საკრედიტო ბარათის კონცეპტი შემოგვთავაზა. როდესაც სუსტი მხედველობის ადამიანი საკრედიტო ბარათის დახმარებით იხდის მომსახურების ღირებულებას, მას ამჟამად არც რეალურად შეყვანილი თანხის შემოწმების, არც მაღაზიის ჩეკზე ხელმოწერის შესაძლებლობა არ აქვს. ახალ კონცეპტში თითის ანაბეჭდების სკანერია გათვალისწინებული და მფლობელს მხოლოდ მის ზედაპირზე შეხება სჭირდება, რათა დაადასტუროს საკუთარი უფლება და ხელმოწერის აუცილებლობა უკვე აღარ არის. გადახდისას უმთავრესი მონაცემები რელიეფურ დისპლეიზე ბრაილის შრიფტის ფორმატში გამოდის. მეტიც, ამ კარტას მინიატურული აუდიოსისტემაც აქვს დინამიკით. სრული დამაჯერებლობისთვის გადახდის შესახებ ყველა მონაცემი დინამიკის დახმარებით ხმოვანდება. ავტორი დარწმუნებულია, რომ სუსტი მხედველობის მქონე ადამიანები ასეთი საკრედიტო ბარათის გამოყენებას ნამდვილად დამოუკიდებლად შესძლებენ. წყარო: tuvie.com 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.