Jump to content

Recommended Posts

Posted

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სავსე სიცოცხლით ცხოვრების უფლება აქვთ, და დღეს ეს უფლება მათთვის ელექტრონიკითაა უზრუნველყოფილი. ახალი იდეა წარმოგვიდგინა დიზაინერმა კვონ კი ნამმა (Kwon Ki Nam), მან უსინათლოთათვის საკრედიტო ბარათის კონცეპტი შემოგვთავაზა. როდესაც სუსტი მხედველობის ადამიანი საკრედიტო ბარათის დახმარებით იხდის მომსახურების ღირებულებას, მას ამჟამად არც რეალურად შეყვანილი თანხის შემოწმების, არც მაღაზიის ჩეკზე ხელმოწერის შესაძლებლობა არ აქვს.

credit-card-for-the-blind1.jpg

ახალ კონცეპტში თითის ანაბეჭდების სკანერია გათვალისწინებული და მფლობელს მხოლოდ მის ზედაპირზე შეხება სჭირდება, რათა დაადასტუროს საკუთარი უფლება და ხელმოწერის აუცილებლობა უკვე აღარ არის. გადახდისას უმთავრესი მონაცემები რელიეფურ დისპლეიზე ბრაილის შრიფტის ფორმატში გამოდის. მეტიც, ამ კარტას მინიატურული აუდიოსისტემაც აქვს დინამიკით. სრული დამაჯერებლობისთვის გადახდის შესახებ ყველა მონაცემი დინამიკის დახმარებით ხმოვანდება. ავტორი დარწმუნებულია, რომ სუსტი მხედველობის მქონე ადამიანები ასეთი საკრედიტო ბარათის გამოყენებას ნამდვილად დამოუკიდებლად შესძლებენ.

credit-card-for-the-blind2.jpg

credit-card-for-the-blind3.jpg

წყარო: tuvie.com

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.