Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ წარმოადგინა Ryzen 9 7945HX3D პროცესორი. ეს არის პირველი მობილური ჩიპი, რომელსაც აქვს დამატებითი 3D V-Cache. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

პროცესორს აქვს 16 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. ჩიპის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია სტანდარტულ Ryzen 9 7945HX ვერსიასთან შედარებით. Ryzen 9 7945HX3D მოდელის ნომინალური TDP-ის დონე 55+ ვატია. 

image.jpeg 

ჩიპის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია დაატებითი 64 მბ 3D V-Cache მეხსიერება გარდა ჩვეულებრივი, 32 მბ L3 ქეშ-მეხსიერებისა ერთ-ერთ CCD ჩიპლეტზე. მისი წყალობით პროცესორის ჯამური ქეშ-მეხსიერება 144 მბ-ს შეადგენს (16 მბ L2+128 მბ L3). ასეთივე მოცულობი ქეშ-მეხსიერება აქვს დესკტოპ პროცესორ Ryzen 9 7950X3D-ს. მობილური ჩიპის შემადგენლობაში ასევე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურის ინტეგრირებულ გრაფიკა Radeon 610M-ის დამატებითი ბლოკი.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AnandTech 

სამომხმარებლო პროდუქტებში დამატებითი 3D V-Cache ტექნოლოგია პირველად გამოჩნდა AMD Ryzen 7 5800X3D პროცესორში, რომელშიც მოცემულია 64 მბ დამატებითი L3 ქეში სტანდარტულ 32 მბ-სთან ერთად, რამაც L3 ქეშის საერთო მოცულობა 96 მბ-მდე გაზარდა. Ryzen 7000 დესკტოპ პროცესორების ახალი თაობის გამოშვებით AMD განაგრძობს მოდელების წარმოებას დამატებითი 3D V-Cache-ით. ამრიგად, მწარმოებლის ასორტიმენტში, ახალ მობილურ Ryzen 9 7945HX3D-თან ერთად, ამჟამად წარმოდგენილია პროცესორის ექვსი მოდელი 3D V-Cache მეხსიერებით: Ryzen 7 5800X3D, Ryzen 7 7800X3D, Ryzen 9 7900X3D, Ryzen 9 7950X3D და ექსკლუზიურად აშშ-სთვის - Ryzen 5 5600X3D.. 

image.jpeg 

AMD აცხადებს, რომ Ryzen 9 7945HX3D „ყველაზე სწრაფი მობილური გეიმინგ პროცესორია“. დამატებითმა 3D V-Cache მეხსიერებამ უნდა უზრუნველყოს წარმადობის საშუალოდ 15%-ით ზრდა სტანდარტულ Ryzen 9 7945HX მოდელთან შედარებით. მაგალითვისთვის კომპანიას მოყავს წარმადობის მონაცემები Shadow of the Tomb Raider-იდან, რომელშიც ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით Ryzen 9 7945HX3D 11%-ით უფრო სწრაფია TDP 70 ვატის პირობებში და 23%-ით სწრაფი - TDP 40 ვატის შემთხვევაში. 

image.jpeg 

საჭიროა აღინიშნოს, რომ გეიმინგ ტესტი ჩატარდა 1080p-ზე, რომელშიც პროცესორების წარმადობას შორის სხვაობა უფრო შესამჩნევი ხდება. სრულიად განსხვავებული სურათი შეიძლება გამოჩნდეს 1440p და 4K გაფართოებების გამოყენებისას, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელ ტესტებს დაველოდოთ. 

image.jpeg 

Ryzen 9 7945HX3D პროცესორის ბაზაზე დამყარებულ ლეპტოპებს შორის ამჟამად გამოცხადებულია მხოლოდ ერთი - ASUS ROG Strix SCAR 17 X3D. არსებული ცნობებით მას ექნება 32 გბ (2 × 16 გბ) DDR5 ოპერატიული მეხსიერება, GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. 

AMD Ryzen 9 7945HX3D-ს ოფიციალური რელიზი 22 აგვისტოს შედგება, პარალელურად გაყიდვაში გამოვა ლეპტოპი ASUS ROG Strix SCAR 17 X3D. 

  • Thanks 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.