Magdalena Posted July 31, 2023 Posted July 31, 2023 26 ივლისს აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) საბაზისო განაკვეთის დიაპაზონი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა 5.25-5.5%-მდე წელიწადში. მანამდე აშშ-ის შრომის სტატისტიკის ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიური თვალსაზრისით შენელდა 4%-დან 3%-მდე. ამ ფონზე ფედეალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სააგენტო გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას, მაგრამ არა ისე აგრესიულად, როგორც ადრე. Nasdaq Composite, S&P 500, Dow Jones ინდექსებმა ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას თავშეკავებულად მოახდინეს რეაგირება და მაჩვენებლები 0.5%-ზე ნაკლებით გაიზარდა. წყარო: MarketWatch კრიპტოვალუტების ბაზარი მშვიდად გამოეხმაურა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გაგრძელებას. CoinGecko-ს მიხედვით კაპიტალიზაციის მიხედვით ყველაზე დიდი ციფრული აქტივების კვოტებს არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი დინამიკა. წყარო: CoinGecko. Bitcoin-ის რეაქცია უმნიშვნელო იყო. წერის მომენტისთვის ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 0.7%-ით გაიზარდა. BTC/USDT-ის 4-საათიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView შეგახსენებთ, რომ ფედერალური საერზერვო სისტემის 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ, შენარჩუნებულიყო ძირითადი კურსის დიაპაზონი, Bitcoin-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა 26 ათას აშშ დოლარზე დაბლა. https://tinyurl.com/3tf8ruk7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.