Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა გამოაქვეყნეს კანონპროექტი ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირების შესახებ, რომელიც ავალდებულებს SEC-ს და CFTC-ს - შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები. 

200 გვერდიან დოკუმენტს ეწოდა „21-ე საუკუნის ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კანონი“. იგი ავალდებულებს მარეგულირებლებს - განსაზღვრონ „ბლოკჩეინის“ და „ციფრული აქტივის“ ცნებები. 

ამავდროულად, დეპარტამენტებს ეკრძალებათ წესების დაწესება იმ ფორმის შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ფლობდნენ კრიპტოვალუტას. 

წარმოდგენილი წინადადების თანახმად ბლოკჩეინ-პროექტები დროებით გათავისუფლდებიან ფასიანი ქაღალდების განაწილების ტრადიციული რეგისტრაციიდან. ციფრული აქტივების გამომშვებ კომპანიებს შეეძლებათ 75 მლნ დოლარამდე ღირებულების ტოკენების შეთავაზება 12 თვის განმავლობაში, მაგრამ არააკრედიტებულ ინვესტორებზე გაყიდვის შეზღუდვით. 

ემიტენტებმა კვლავ უნდა წარადგინონ ინფორმაცია SEC-ში, მათ შორის წლიური და ნახევარწლიური დეკლარაციები. წესი ძალაში დარჩება მანამ, სანამ მარეგულირებელი ორგანოები არ დაამოწმებენ პროექტს, როგორც დეცენტრალიზებულს და არ გადაიტანენ მის ტოკენს საქონლის კატეგორიაში. 

კომპანიები ვერ შეძლებენ გაყიდონ მთლიანი აქტივების შეთავაზების 10%-ზე მეტი ერთ მყიდველზე. კანონპროექტი ასევე შეიცავს ფორმულირებას, რომელიც კრძალავს მომხმარებლისა და კორპორატიული თანხების შერევას. 

„ეს არის საკვანძო მომენტი აშშ-სთვის, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მსოფლიო ლიდერისთვის. ციფრულ აქტივებს აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია ჩვენს ფინანსურ სისტემაში და ბლოკჩეინის ტექნოლოგია გვპირდება, რომ საფუძველი გახდება ინტერნეტის შემდეგი თაობისთვის“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ. 

კანონმდებლები დოკუმენტს მომავალ კვირას უყრიან კენჭს. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც DeFi პროტოკოლებს ავალდებულებს დაიცვან AML წესები. 

ივნისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიეღო კანონი კრიპტოვალუტების შესახებ. 

მანამდე Moody's-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების რეგულირების ორპარტიული მიდგომის გარეშე შეერთებული შტატები გახდება „ნაკლებად მიმზიდველი როგორც კომპანიების, ასევე ინვესტორებისთვის“. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.