Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ Igor's LAB-მა მოიპოვა ინფორმაცია Intel-ის ბოლო დახურული პრეზენტაციიდან, რომლის დროსაც კომპანიამ გამოაცხადა თავისი პროგნოზები მომავალი Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორების წარმადობასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მე-15 თაობის Core ჩიპების შემადგენლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel / Igor’sLAB 

Intel-მა პრეზენტაციაზე 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვის მქონე ჩიპი Arrow Lake-S შეადარა ბირთვების ანალოგიური კონფიგურაციის მქონე სამომავლო Raptor Lake-S Refresh-ს (მე-14 Core თაობა). Arrow Lake-S-ის აღსანიშნავი განსხვავებაა უფრო დაბალი PL1 და PL2 ენერგომოხმარება. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს 253 ვატის ნაცვლად LGA 1700 სოკეტის მქონე Raptor Lake-თან შედარებით. 

შედარებითი მონაცემები მიახლოებით აქტუალურ ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს (Raptor Lake-S) მსგავსია, რომელსაც Arrow Lake-S-ისა და Raptor Lake-S Refresh-ის გამომთვლელი ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს.  

image.jpeg 

პროგნოზების თანახმად Raptor Lake-S Refresh უზრუნველყოფს წარმადობის 1-დან 4%-მდე ზრდას აქტუალურ Raptor Lake-S-თან შედარებით. თავის მხრივ Arrow Lake-S ჩიპები, რომლებშიც გამოყენებული სრულიად ახალი არქიტექტურა, უზრუნველყოფენ წარმადობის 6-დან 21%-მდე გაზრდას კონკრეტული დატვირთვის მიხედვით. 

image.jpeg 

რაც შეეხება Arrow Lake-S პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკის წარმადობას, რომელშიც Xe-LPG (Alchemist) არქიტექტურის რვამდე Xe ბირთვია გამოყენებული, პროგნოზების თანახმად იგი 2.4-ჯერ უფრო სწრაფი იქნება აქტუალურ Raptor Lake მოდელების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით. 

image.jpeg 

Igor’s LAB-მა ასევე მიანიშნა, რომ უახლოეს დროში გააზიარებს გარკვეულ დეტალებს ახალი LGA 1851 სოკეტის შესახებ, რომელიც Arrow Lake-S პროცესორებში იქნება გამოყენებული. წყაროს ინფორმაციით კონექტორს აქვს განსხვავებული სიმაღლე LGA 1700-თან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემების უმეტესობა არ იქნება თავსებადი მასთან სამონტაჟო ნაკრების განახლების გარეშე. Igor’s LAB აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მის შესახებ მეტ ინფორმაციას გააზიარებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.