Magdalena Posted July 20, 2023 Posted July 20, 2023 პორტალ Igor's LAB-მა მოიპოვა ინფორმაცია Intel-ის ბოლო დახურული პრეზენტაციიდან, რომლის დროსაც კომპანიამ გამოაცხადა თავისი პროგნოზები მომავალი Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორების წარმადობასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მე-15 თაობის Core ჩიპების შემადგენლობაში. ფოტოს წყარო: Intel / Igor’sLAB Intel-მა პრეზენტაციაზე 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვის მქონე ჩიპი Arrow Lake-S შეადარა ბირთვების ანალოგიური კონფიგურაციის მქონე სამომავლო Raptor Lake-S Refresh-ს (მე-14 Core თაობა). Arrow Lake-S-ის აღსანიშნავი განსხვავებაა უფრო დაბალი PL1 და PL2 ენერგომოხმარება. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს 253 ვატის ნაცვლად LGA 1700 სოკეტის მქონე Raptor Lake-თან შედარებით. შედარებითი მონაცემები მიახლოებით აქტუალურ ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს (Raptor Lake-S) მსგავსია, რომელსაც Arrow Lake-S-ისა და Raptor Lake-S Refresh-ის გამომთვლელი ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს. პროგნოზების თანახმად Raptor Lake-S Refresh უზრუნველყოფს წარმადობის 1-დან 4%-მდე ზრდას აქტუალურ Raptor Lake-S-თან შედარებით. თავის მხრივ Arrow Lake-S ჩიპები, რომლებშიც გამოყენებულია სრულიად ახალი არქიტექტურა, უზრუნველყოფენ წარმადობის 6-დან 21%-მდე გაზრდას კონკრეტული დატვირთვის მიხედვით. რაც შეეხება Arrow Lake-S პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობას, რომელშიც Xe-LPG (Alchemist) არქიტექტურის რვამდე Xe ბირთვია გამოყენებული, პროგნოზების თანახმად იგი 2.4-ჯერ უფრო სწრაფი იქნება აქტუალურ Raptor Lake მოდელების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით. Igor’s LAB-მა ასევე მიანიშნა, რომ უახლოეს დროში გააზიარებს გარკვეულ დეტალებს ახალი LGA 1851 სოკეტის შესახებ, რომელიც Arrow Lake-S პროცესორებში იქნება გამოყენებული. წყაროს ინფორმაციით კონექტორს აქვს განსხვავებული სიმაღლე LGA 1700-თან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემების უმეტესობა არ იქნება თავსებადი მასთან სამონტაჟო ნაკრების განახლების გარეშე. Igor’s LAB აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მის შესახებ მეტ ინფორმაციას გააზიარებს. https://tinyurl.com/5tbbjk8t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.