Magdalena Posted July 17, 2023 Posted July 17, 2023 გასულ წელს ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოუშვა გეიმინგ პლანშეტი Legion Y700. ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მწარმოებელი მუშაობს მოწყობილობის განახლებული ვერსიის შექმნაზე. ფოტოს წყარო: GSM Arena წყაროს ინფორმაციით Legion Y700-ს (2023) ექნება რვაბირთვიანი მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (ერთი ბირთვი Cortex-X2 სიხშირით 3.0 გჰც-მდე, სამი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.5 გჰც-მდე და ოთხი ბირთვი Cortex-A510 სიხშირით 1.8 გჰც-მდე. მოწყობილობის მაქსიმალურ კომპლექტაციას 16 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. პლანშეტს ექნება 8.8-დუიმიანი LCD დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კვების წყარო სახით მოცემულია 6550 მა/სთ მოცულობის ბატარეა სადენიანი სწრაფი 45-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით - გასული წლის მოდელის ანალოგიურად. ასევე ცნობილია, რომ ახალ პლანშეტზე წარმოდგენილი იქნება ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი და ძირითადი 13-მეგაპიქსელიანი კამერები. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, თუ როდის აპირებს Lenovo ოფიციალურად წარადგინოს Legion Y700 (2023) გეიმინგ პლანშეტი. ასევე უცნობია მოწყობილობის საცალო ფასიც. https://tinyurl.com/bd72za9j Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.