Magdalena Posted July 12, 2023 Posted July 12, 2023 უახლესი ინფორმაციით კომპანია Apple მუშაობს ახალ მონობლოკ iMac-ზე, რომელსაც 32-დუიმიანი დისპლეი ექნება. თუმცა პოტენციურ მომხმარებლებს მოცდა მოუწევთ - ახალი მოდელის პრემიერა 2024 წლის ბოლოს შედგება. აქტუალური iMac-ის ერთ-ერთი ვარიანტი. წყარო: Carl Heyerdahl/unsplash.com Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი დიდი iMac-ის შემუშავების ადრეულ სტადიაზეა. მისივე თქმით, ახალი მოწყობილობა წელს არ იქნება წარმოდგენილი. დიდი დისპლეის მქონე iMac-ის შემუშავების შესახებ ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა, თუმცა წყაროებს არ გაუზიარებიათ ინფორმაცია 32-დუიმიანი მოდელის გამოშვებასთან დაკავშირებით. ივნისის ბოლოს გურმანმა განაცხადა, რომ Apple, სავარაუდოდ, მუშაობდა 30-დუიმზე დიდი ეკრანის მქონე ვარიანტზე, თუმცა ზუსტ ზომებზე ცნობები ხელმისაწვდომი არ იყო. მოსალოდნელია, რომ 32-დუიმიანი მოდელი მოთხოვნადი იქნება სპეციფიკური სამიზნე აუდიტორიისთვის, რომელსაც დიდი დისპლეები სჭირდებათ. როგორც წესი, დიდი ეკრანები მეტად ფასდება ფოტო- და ვიდეომასალების რედაქტირების ინდუსტრიაში, აგრეთვე პროფესიონალებს შორის, რომლებიც ერთ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე ფანჯრის გახსნას საჭიროებენ. 32-დუიმიანი დისპლეი გამორიცხავს კომპიუტერთან რამდენიმე მონიტორის ერთდროულად დაკავშირების აუცილებლობას - ამის ნაცვლად მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის კონსოლიდაცია ერთი მოწყობილობის ეკრანზე. გურმანმა ასევე განაცხადა, რომ Apple მუშაობს 24-დუიმიანი iMac-ის ახალ ვერსიაზეც. ამ მოდელს ექნება M3 ჩიპსეტი. როგორც მოსალოდნელია, მონობლოკის წარდგენა შედგება მომდევნო წლის დასაწყისში და იგი იქნება კომპანიის ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა ახალი პლატფორმის ბაზაზე. ბაზარზე უკვე არსებული 24-დუიმიანი iMac გაყიდვაში უკვე ორი წელია არსებობს და აგებულია M1 ჩიპზე - ამ სერიის განახლება უკვე დიდი ხანია საჭიროა. https://tinyurl.com/3vhny62f Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.