Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Boston Dynamics-ს, როდესაც მან ოთხფეხა რობო-ძაღლ Spot-ის გაყიდვა დაიწყო, ერთი პირობა ჰქონდა - არ გამოეყენებინათ იგი იარაღად. თუმცა ცოტა ხნის წინ წარადგინეს რობოტი Thermonator, რომელიც Spot-ზე პატარაა და მწარმოებელი კომპანია არ ახდენს მის პოზიციონირებას, როგორც იარაღს მიუხედავად იმისა, რომ რობოტი აღჭურვილია 9 მეტრის რადიუსში მოქმედი ცეცხლმფრქვევით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Throwflame 

რობოტი Thermonator შექმნა ამერიკულმა კომპანია Throwflame-მა, იგი სპეციალიზებულია კომპაქტური და სრულად ელექტრო ცეცხლმფრქვევების გაყიდვაში, რომლებიც ღია ალის ნაცვლად იყენებენ ღილაკებით პლაზმურ აალებას. ვინაიდან Boston Dynamics-ის Spot რობოტების რეგულაციები კრძალავს რობოტის გამოყენებას ასეთი მიზნებისთვის, Throwflame-მა თანამშრომლობის წინადადებით მიმართა ჩინურ კომპანია Unitree-ს. Thermonator დამყარებულია ოთხფეხა რობოტ Unitree Go1-ზე. იგი გაცილებით პატარა და კომპაქტურია Boston Dynamics-ის Spot-თან შედარებით, მაგრამ ასევე აღჭურვილია მრავალი კამერითა და სენსორით, რაც მას ავტონომიურობის გარკვეულ დონეს ანიჭებს. რობოტის მართვა ასევე შესაძლებელია უსადენო კონტროლერით. 

image.jpeg 

Thermonator-ს ზურგზე დამაგრებული აქვს ცეცხმტყორცნ ARC Flamethrower-ის სპეციალური მოდიფიკაცია, რომლის შემადგენლობაში შედის ბენზინ-დიზელის ნარევის ავზი. ყველაზე დიდი ბატარეის გამოყენებისას რობოტს 45 წუთის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. რობოტ Unitree Go1-ს სტანდარტული მოდიფიკაციის წონა დაახლოები 12 კგ-ს შეადგენს, ზომა - 0.588 × 0.22 × 0.29 მეტრს. ცეცხლმფრქვევის დამატებისას წონა თითქმის 27 კგ-მდე იზრდება, რაც, ცხადია, ამცირებს მისი ავტონომიური მუშაობის დროს. 

image.jpeg 

Thermonator ჯერჯერობით გაყიდვაში ხელმისაწვდომი არ არის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი დატოვონ კომპანიის ვებ-გვერდზე, კომპანია კი მათ აცნობებს, როდესაც რობოტი გაყიდვაში გამოვა. მწარმოებელი რობოტის მიწოდების დაწყებას მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს. 

Thermonator-ის ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. რობოტ Unitree Go1-ის სტადარტული მოდიფიკაციის ფასი 2700-3500 აშშ დოლარია. 1000 აშშ დოლარი დაემატება მიწოდების თანხა, ცეცხლმფრქვევ ARC Flamethrower-ისთვის კი - კიდევ 699-დან 899 აშშ დოლარამდე ვერსიის შესაბამისად. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tinyurl.com/24vkedzd 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.