Magdalena Posted June 19, 2023 Posted June 19, 2023 კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა Genoa-X – EPYC სერიის სასერვერო პროცესორების მეორე თაობა 3D V-Cache-ით, რაც L3 ქეშ-მეხსიერების ჯამურ მოცულობას 1.1 გბ-მდე ზრდის. ახალი პროცესორები გახდება EPYC 9004 პროცესორების სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ამჟამად შემოთავაზებულია Genoa ჩიპები 3D V-Cache მეხსიერების გარეშე. ფოტოს წყარო: AMD EPYC Genoa-X პროცესორების ძირითადი მახასიათებლებია: იგივე მაღალი წარმადობის Zen 4, რაც ჩვეულებრივ Genoa-ს აქვს; 96-მდე ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით; L3 ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 1.1 გბ-მდე; მეორე თაობის 3D V-Cache მეხსიერება; Socket SP5 სოკეტის მქონე პროცესორებთან თავსებადობა; AMD Infinity Guard-ის მხარდაჭერალ 2.9-ჯერ მეტი სიჩქარე Intel Sapphire Rapids-თან შედარებით. ჩვეულებრივი EPYC Genoa-სგან EPYC Genoa-X-ის მთავარი განსხვავება მდგომარეობს კონსტრუქციაში. ჩვეულებრივი ჩიპების მსგავსად ახალ Genoa-X-საც აქვს 12 CCD ჩიპლეტი Zen 4 ბირთვებით და ერთი კრისტალი input/output ოპერაციებისთვის. თუმცა თითოეული CCD ჩიპლეტი ზემოდან დაფარულია 3D V-Cache მეხსიერების დამატებითი კრისტალით. ამრიგად, EPYC Genoa-X ჯამში გვთავაზობს 384 მბ-მდე სტანდარტულ L3 ქეშ-მეხსიერებას და 768 მბ-მდე დამატებით L1 ქეშს, რაც ჯამში უზრუნველყოფს 1251 მბ-მდე საერთო მოცულობას. ეს მაჩვენებელი 2.6-ჯერ მეტია სტანდარტულ Genoa პროცესორებთან და 56%-ით მეტი EPYC Milan-X-თან შედარებით (EPYC პროცესორების პირველი თაობა 3D V-Cache-ით). EPYC Genoa-X სერიის შემადგენლობაში შევიდა ოთხი მოდელი. ყველა მათგანის TDP-ის დონეა 400 ვატი, თუმცა მათი ენერგომოხმარების მაჩვენებელი შესაძლოა კონფიგურირებული იყოს 320 ვატამდე. EPYC Genoa-X-ის ფლაგმანური მოდელია EPYC 9684X. პროცესორს აქვს 96 ბირთვი და 1152 მბ L3 ქეშ-მეხსიერება (3D V-Cache-ის გათვალისწინებით). სერიაში ასევე შედის 32-ბირთვიანი მოდელი EPYC 9384X, 24-ბირთვიანი EPYC 9284X და 16-ბირთვიანი EPYC 9184X. ყველა ჩიპი ორიენტირებულია ქეშირებაზე ოპტიმიზებულ სამუშაო დატვირთვაზე, როგორც ეს ხდებოდა 3D V-Cache-ის მქონე წინა თაობის EPYC Milan-X პროცესორების შემთხვევაში. Genoa-X-ის მთავარი კონკურენტი იქნება Sapphire Rapids თაობის Intel Xeon Max პროცესორები, რომლებიც წარმოდგენილია მაღალი წარმადობის HBM მეხსიერებით. AMD-მ ფლაგმანური 96-ბირთვიანი EPYC 9684X მოდელი შეადარა 60-ბირთვიან Intel Xeon 8490H-ს CFD-მოდელირებასა და საბოლოო ელემენტების ანალიზთან დაკავშირებულ ამოცანებში (FEA). Genoa-X-მა უზრუნველყო 2.9-ჯერ მაღალი წარმადობა კონკურენტთან შედარებით, ხოლო 32-ბირთვიანი EPYC 9384X მოდელი ამავე ამოცანებში აღმოჩნდა ორჯერ მაღალი წარმადობის მქონე 32-ბირთვიან Intel Xeon 8462Y+-თან შედარებით. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო Genoa-X-ის მიწოდება მთავარი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ამ პროცესორებზე დამყარებული ვირტუალური მანქანები უკვე გამოიყენება Microsoft Azure-ში, როგორც HBv4 და HX სისტემების ნაწილი. OEM პარტნიორები და მონაცემთა ცენტრის მფლობელები, მათ შორის Dell Technologies, HPE, Lenovo და Supermicro, თავიანთ ახალ, Genoa-X-ზე დამყარებულ პლატფორმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარადგენენ. https://tinyurl.com/mrxj9fve Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.