Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია Google Pixel 8 სმარტფონების გამოსვლა და, როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა აქტუალურ Pixel 7-ში გამოყენებული კამერების კომპლექტაციის სქემის გამოყენება. როგორც ადრე, Pro მოდელს უფრო მეტი ნაკრები ექნება საბაზისოსთან შედარებით, განმარტა რესურს Android Authority-მ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: androidauthority.com 

Google Pixel 7 და 7 Pro, რომელთა დებიუტი გასულ წელს შედგა, აღჭურვილია ძირითადი კამერებით, რომლებიც დამყარებულია Samsung Isocell GN1 სენსორებზე. Pixel 8 და 8 Pro-ს ექნება უფრო მოწინავე 50-მეგაპიქსელიანი Isocell GN2 სენსორი, რომელიც მოიცავს 35%-ით მეტ სინათლეს დროის ექსპოზიციის შემცირებისას. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ფოტოგადაღებების ხარისხი ცუდი განათების პირობებში, ბუნდოვანი გამოსახულებები კი შემცირდება. 

სმარტფონების სუპერფართოკუთხიანი კამერები განსხვავებული იქნება. საბაზისო Pixel 8-ს ექნება სენსორი Sony IMX386, რომელიც გადმოტანილი ჯერ კიდევ Pixel 6 მოდელიდან, ხოლო Pixel 8 Pro-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი IMX787 - იგივე სენსორი, რომელიც გამოყენებულია დაბალბიუჯეტური Pixel 7A-ს ძირითად კამერაში. ამასთან, Pixel 8-სა და 8 Pro-ში გაფართოვდება ფართოკუთხიანი კამერის ხედვის არეალი: პირველი 0.67x-დან 0.55x-მდე, ხოლო მეორე 0.55x-დან 0.49x-მდე. Pixel 8 Pro-ს ტელეფოტო ლინზას კვლავ ექნება ხუთმაგი ოპტიკური ზუმი და 48MP Samsung-ის სენსორი. ასევე შენარჩუნებული იქნება Samsung-ის 11-მეგაპიქსელიანი სენსორი წინა კამერაზე. 

და ბოლოს, წყარომ დაადასტურა, რომ Google Pixel 8 Pro აღჭურვილი იქნება უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.