Magdalena Posted June 13, 2023 Posted June 13, 2023 კრიპტო ბირჟები, რომლებსაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) აშშ-ის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს, განიცდიან თანხების მასიურ გადინებას მომხმარებლების ანგარიშებიდან, თუმცა ჯერჯერობით ისინი უმკლავდებიან აქტივების გადინებას. SEC-ის მიერ Binance-ის, Binance.US-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელებმა გამოიწვია 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადინება ღია ბლოკჩეინის მონაცემების მიხედვით. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ჯამურმა წმინდა გადინებამ შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი Ethereum-ის ქსელიდან და 864 მლნ აშშ დოლარი - Bitcoin-ის ქსელიდან, განაცხადეს ანალიტიკურმა სააგენტოებმა Nansen-მა და Glassnode-მა - წმინდა გადინება ნიშნავს, რომ გატანილი თანხების მოცულობა აღემატება შეტანილ დეპოზიტებს. პლატფორმები კეთილსინდისიერად ამუშავებენ ყველა ტრანზაქციას. გასულ ორშაბათს SEC-მა უჩივლა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Binance-ს, მის ამერიკულ ვერსია Binance.US-ს და პირადად პლატფორმების ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების მთელი რიგი დარღვევებისთვის. მეორე დღეს სააგენტომ უჩივლა Coinbase-ს და პლატფორმა დაადანაშაულა საზოგადოებისთვის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების მიყიდვაში. ამ ქმედებებმა კრიპტო ბაზარი შეარყია: მარეგულირებლის მიერ ფასიან ქაღალდებად კლასიფიცირებული BNB, ADA და MATIC ტოკენების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა კვირის განმავლობაში. SEC-ის სწრაფვამ - გაყინოს Binance.US-ის აქტივები და შემდგომ პლატფორმის მიერ დოლარზე უარის თქმამ პირიქით განაპირობა Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების მატება, რადგან ტრეიდერებმა აქტივების გატანა დაიწყეს. Nansen-ის ინფორმაციის მიხედვით ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა ოთხ დღეში განიცადა 2 მლრდ აშშ დოლარის გადინება Ethereum-ის ბლოკჩეინზე - ჩათვლილია საკუთრივ ETH მონეტა და ამ ქსელის სხვა კრიპტოვალუტები. ამავე პერიოდში გატანილი Bitcoin-ის მოცულობამ შეტანილის რაოდენობას 838 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა, აღნიშნავს Glassnode. ოთხშაბათს 13953 Bitcoin-ის წმინდა გადინება იყო ყველაზე დიდი დღიური ვარდნა გასული წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა ბირჟის სარეზერვო ანგარიშების მიმართ კრიპტო ბირჟა FTX-ის გაკოტრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო. აბსოლუტური თვალსაზრისით თანხების გადინება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ Binance-ის კრიპტო საფულეების მონაცემებს, გატანილი ფული პლატფორმის მთლიანი აქტივების მხოლოდ 5%-ია. Coinbase-ის თანხების წმინდა გადინება Ethereum-იდან იმავე პერიოდსში შეადგენდა 1 მლრდ აშშ დოლარს, გამოთვალა Nansen-მა, ხოლო 25 მლნ აშშ დოლარი გავიდა Bitcoin-ის ქსელიდან - განაცხადა Glassnode-მა. https://tinyurl.com/2m9f5pmy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.