Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია Samsung მორიგ ღონისძიება Galaxy Unpacked-ს გამართავს ივლისის ბოლოს. ღონისძიება ჩატარდება სეულში და მიეძღვნება დრეკადი დისპლეების მქონე დასაკეც მოწყობილობებს. 

image.jpeg 

სმარტფონი Galaxy Z Fold 4 / ფოტოს წყარო: Samsung 

„დასაკეცი მოწყობილობების კატეგორია ასახავს Samsung-ის ფილოსოფიას, რაც მდგომარეობს შემდეგში: შემოთავაზებულ იქნას ინოვაციები, რომლებიც აფართოებენ საზღვრებს, რათა შეიცვალოს მობილური გამოცდილების მომავალი. ღონისძიება Unpacked-ის სეულში ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქალაქისთვის, რომელიც ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ეპიცენტრად იქცა, ისე დასაკეცი მოწყობილობების კატეგორიისთვის“ - ნათქვამია Samsung-ის მობილური ბიზნესის პრეზიდენტ TM Roh-ს განცხადებაში. 

Galaxy Unpacked ღონისძიება, როგორც ამბობენ, 26 ივლისს გაიმართება, მაგრამ ეს ინფორმაცი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. Samsung-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალი ღონისძიება Unpacked ჩატარდება თითოეული ღონისძიების თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ" სხვადასხვა ქალაქში. 

გასულ წელს Galaxy Unpacked აგვისტოში გაიმართა. Samsung-მა საზოგადოებას წარუდგინა დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold 4 და Galaxy Z Flip 4. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ წელს ივლისში გამართულ Galaxy Unpacked ღონისძიებაზე კომპანია დააანონსებს დასაკეცი სმარტფონების მომდევნო ვერსიებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.