Magdalena Posted June 9, 2023 Posted June 9, 2023 ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია Samsung მორიგ ღონისძიება Galaxy Unpacked-ს გამართავს ივლისის ბოლოს. ღონისძიება ჩატარდება სეულში და მიეძღვნება დრეკადი დისპლეების მქონე დასაკეც მოწყობილობებს. სმარტფონი Galaxy Z Fold 4 / ფოტოს წყარო: Samsung „დასაკეცი მოწყობილობების კატეგორია ასახავს Samsung-ის ფილოსოფიას, რაც მდგომარეობს შემდეგში: შემოთავაზებულ იქნას ინოვაციები, რომლებიც აფართოებენ საზღვრებს, რათა შეიცვალოს მობილური გამოცდილების მომავალი. ღონისძიება Unpacked-ის სეულში ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქალაქისთვის, რომელიც ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ეპიცენტრად იქცა, ისე დასაკეცი მოწყობილობების კატეგორიისთვის“ - ნათქვამია Samsung-ის მობილური ბიზნესის პრეზიდენტ TM Roh-ს განცხადებაში. Galaxy Unpacked ღონისძიება, როგორც ამბობენ, 26 ივლისს გაიმართება, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. Samsung-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალი ღონისძიება Unpacked ჩატარდება „თითოეული ღონისძიების თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ" სხვადასხვა ქალაქში. გასულ წელს Galaxy Unpacked აგვისტოში გაიმართა. Samsung-მა საზოგადოებას წარუდგინა დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold 4 და Galaxy Z Flip 4. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ წელს ივლისში გამართულ Galaxy Unpacked ღონისძიებაზე კომპანია დააანონსებს დასაკეცი სმარტფონების მომდევნო ვერსიებს. https://tinyurl.com/2p8mcxj3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.