Magdalena Posted June 5, 2023 Posted June 5, 2023 Rug pull-ისგან მიყენებული ზარალი მაისში გაომარგდა DeFi-ის პროტოკოლებში და შეადგინა 45 მლნ აშშ დოლარზე მეტი - ასეთი მონაცემები მოჰყავთ Beosin-ის ექსპერტებს. თვის განმავლობაში დაფიქსირდა ტოკენების ღირებულების გაზრდის ექვსი შემთხვევა, რასაც თანხების მკვეთრი გატანა მოჰყვა. ამავდროულად, დეცენტრალიზებულ პროტოკოლებზე ათმა თავდასხმამ ჰაკერებს 19.7 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, რაც თითქმის 80%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით და ზოგადად, ასეთი თავდასხმები კლებულობს, დააზუსტეს მკვლევარებმა. rug pull სქემის გამოყენების ყველაზე დიდი ინციდენტი დაფიქსირდა 24 მაისს DeFi პროექტ Fintoch-ის გუნდის exit-სკამი, რომლის დროსაც მომხმარებლებმა დაკარგეს 31.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები. ყველაზე დიდმა ზიანმა პლატფორმა Jimbos-ის ბაგის ექსპლუატაციისას შეადგინა 7.5 მლნ აშშ დოლარი. Beosin-ის გუნდმა მომხმარებლებს ურჩია, ინვესტირებამდე გაეზარდათ თაღლითური სქემების შესახებ ცნობიერება და სრულყოფილად შეესწავლათ კრიპტო პროექტები. შეგახსენებთ, CertiK-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით აპრილში კრიპტო პროექტებმა 103.7 მლნ აშშ დოლარი დაკარგეს ექსპლოიტების, ჰაკერებისა და თაღლითობის გამო. https://tinyurl.com/78p2j9fd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.