Magdalena Posted May 30, 2023 Posted May 30, 2023 NVIDIA-მ ახალი ფისკალური წლის პირველ კვარტალში შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და მიმდინარე კვარტლის პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზი უკიდურესად ოპტიმისტურია და 50%-ზე მეტით აღემატება უოლ სტრიტის ექსპერტების მოლოდინს. კომპანიამ განაცხადა, რომ აძლიერებს მიწოდებას ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა ChatGPT და სხვა მსგავსი სერვისები. ფოტოს წყარო: BoliviaInteligente ამ სიახლეების ფონზე NVIDIA-ს აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა ვაჭრობის დახურვის შემდეგ, თითოეული აქციის ფასმა რეკორდული 391.50 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად NVIDIA-ს კაპიტალიზაცია საფონდო ბაზარზე 200 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა 950 მლრდ აშშ დოლარამდე - კომპანია რჩება ჩიპების ყველაზე ძვირადღირებულ მწარმოებლად საფონდო ბაზარზე და კომპანიის ღირებულებით მეხუთე ადგილზეა უოლ-სტრიტის შეფასებით. წლის დასაწყისიდან NVIDIA-ს აქციების ფასი ორჯერზე მეტად გაიზარდა. NVIDIA რთულად ახერხებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ცნობილია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ახლახანს სარკასტულად განაცხადა, რომ დღესდღეობით “GPU-ის შეძენა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკების“. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის უახლესი ჩიპების სრულმასშტაბიანი წარმოება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რამაც მას გარკვეული მიწოდების „ბუფერი“ მისცა, როდესაც ჩატ-ბოტებმა პოპულარობა მოიპოვეს. იანვარში მოთხოვნა უკიდურესად დიდი იყო, ამიტომ ჩიპების წარმოებისთვის დამატებითი შეკვეთების განთავსება გახდა საჭირო ისევე, როგორც 2023 წლის მეორე ნახევრისთვის განთავსდა დაგეგმილზე ბევრად მეტი შეკვეთა, განაცხადა Huang-მა. NVIDIA მიმდინარე კვარტალში პროგნოზირებს რეკორდულ 11 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს, დაახლოებით 2%-იანი ცდომილებით. ამასთან Renfinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნება დაახლოებით 7.15 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების ბაზარზე არსებული „ოქროს ციებ-ცხელება“ მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: Reuters NVIDIA-სთვის 30 აპრილს დასრულებული პირველი ფისკალური კვარტლის დაკორექტირებულმა შემოსავალმა 7.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური შედარებით 13%-იან შემცირებას ნიშნავს, თუმცა ანალიტიკოსები უფრო მეტ, 6.52 მლრდ აშშ დოლარამდე კლებას პროგნოზირებდნენ. მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ჩიპების გაყიდვების მოცულობა წლიურ შედარებაში 14%-ით გაიზარდა და 4.28 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი 3.89 მლრდ აშშ დოლარი იყო). გეიმინგ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით შემცირდა, თუმცა მაინც გადააჭრბა ექსპერტების პროგნოზს და შეადგინა 2.24 მლრდ აშშ დოლარი 1.97 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად. NVIDIA-ს საავტომობილო განყოფილების შემოსავალი, რომელიც ავტონომიური მანქანების ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასაც მოიცავს, 114%-ით გაიზარდა წლიური გამოთვლით, თუმცა შემოსავლის მაინც მოკრძალებულ წილს უზრუნველყოფს - გასულ კვარტალში შეადგენდა 300 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებს. ამასთან, პრაქტიკულად ყველა სეგმენტში შემოსავალი გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. ფოტოს წყარო: Motley Fool NVIDIA-ს წმინდა მოგება გასულ კვარტალში გაიზარდა 2.04 მლრდ დოლარამდე, ანუ 82 ცენტი ერთ აქციაზე 162 მლრდ აშშ დოლარიდან - ერთი წლით ადრე 64 ცენტი იყო. ხარჯების გარკვეული პუნქტების გამოკლებით კომპანიამ პირველ კვარტალში 1.09 აშშ დოლარი გამოიმუშავა - პროგნოზირებული იყო 92 ცენტი. NVIDIA-ს აქტიური კონკურენცია უწევს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარზე კომპანიებთან, როგორიცაა AMD და Intel, ასევე სტარტაპები - Cerebras Systems და თუნდაც ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Alphabet და Amazon, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პროექტები განავითარონ. ამავდროულად, NVIDIA-ს ხელმძღვანელობამ ცხადყო, რომ მზად არის გაყიდოს ხელოვნური ინტელექტის მზა სისტემები ჩიპებით ვაჭრობის ნაცვლად - ნათქვამია, რომ კომპანიას აქვს ამის ყველა უნარი, მათ შორის ქლაუდ გადაწყვეტილებების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების შესაძლებლობა. https://tinyurl.com/4zntjd99 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.