Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა დააანონსა თავისი ეკოსისტემიდან იმ ექაუნთების წაშლის დაწყება, რომლებიც უმოქმედოდ არიან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში. ტექნოგიგანტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უსაფრთხოების გარკვეულ საფრთხეებთან გამკლავებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Solen Feyissa/unsplash.com 

მიუხედავად იმისა, რომ განახლებული პოლიტიკა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, CNN-ის თანახმად, Google-მა განაცხადა, რომ ანგარიშებს არ წაშლის მიმდინარე წლის დეკემბრამდე. კომპანია გეგმავს მომხმარებლებისთვის განმეორებითი გაფრთხილებების გაგზავნას, ხოლო  თავად წაშლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. 

უპირველეს ყოვლისა, ახალი ზომები შეეხება ანგარიშებს, რომლებიც ერთხელ შექმნეს და აღარ სტუმრობენ მომხმარებლები. ასევე ცნობილია, რომ პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ პირად ანგარიშებზე, ორგანიზაციებზე კი - სკოლებიდან დაწყებული - ბიზნეს სტრუქტურებით დამთავრებული - ცვლილება ჯერ არ იგეგმება. 

Google-ის თქმით გადაწყვეტილება ეფუძნება შიდა კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ანგარიშები უფრო ხშირად იყენებენ დაუცველ პაროლებს, რომლებიც გამოიყენება სხვა პროფილებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები, როგორიცაა ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, იშვიათად არის გააქტიურებული ასეთ ანგარიშებში - ამის გამო ისინი განსაკუთრებულად დაუცველები არიან ჰაკერების მოქმედებების მიმართ. გადაწყვეტილება ძველი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ჯერ კიდევ 2020 წელს კომპანიამ გააცხადა, რომ წაშლიდა გამოუყენებელი ანგარიშების მონაცემებს, მაგრამ იმ დროს თავად ანგარიშების წაშლა არ განიხილებოდა. 

ანგარიშის შესანარჩუნებლად უნდა შეხვიდეთ ან თავად ანგარიშში ან Google-ის რომელიმე სერვისში და წაიკითხოთ ელ.წერილი, უყუროთ ვიდეოს, განახორციელოთ ძიება - მოკლედ, დააფიქსიროთ ნებისმიერი აქტივობა. 

 Google-მა არაერთხელ შეცვალა ანგარიშებთან მუშაობის წესები. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სიახლე, რომ YouTube-ს შესაძლოა გაეუქმებინა ექაუნთები, რომლებსაც მოგება არ მოჰქონდათ. 

Posted
25 minutes ago, Magdalena said:

იმ ექაუნთების წაშლის დაწყება, რომლებიც უმოქმედოდ არიან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში

მორიგი იდიოტობა მოუვიდათ აზრად

  • 4 weeks later...
Posted

რამდენჯერ გამიკეთებია გუგლის ექაუნთი რაღაც უაზრო საიტზე დასარეგისტრირებლად და მეორედ აღარც შევსულვარ ზედ. ამნაირებს თუ წაშლიან არ დაიქცევა ქვეყანა. ოღონდ იგივეს თავიდან შექმნა და მითვისება არ უნდა იყოს შესაძლებელი.

რავი 2 წელი კაი დროა მგონი. ერთხელ მაინც თუ არ გაგახსენდა ე.ი. აღარ გჭირდება.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.