Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung პლანშეტების ბაზარზე ჯამში ჩამორჩება კომპანია Apple-ს, თუმცა მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას Android-მოდელების სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პლანშეტების მიწოდება 2023 წლის პირველ კვარტალში შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში იყო - ბოლო წლებში მსოფლიოში პლანშეტურ კომპიუტერებზე მოთხოვნა გაიზარდა და რჩება მაღალ დონეზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

სააგენტო IDC-ის განცხადებით კომპანია Samsung-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განახორციელა 7.1 მილიონი პლანშეტის მიწოდება - 14.3%-ით ნაკლები 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. Apple-მაც მნიშვნელოვნად, 10.2%-ით ნაკლები პლანშეტი გაყიდა გასულ კვარტალში - 10.8 მილიონი ერთეული. 

მესამე ადგილს იკავებს Huawei 2 მილიონი პლანშეტით (ბაზრის დაახლოებით 6.6%), თუმცა მისი გაყიდვები ძირითადად ჩინეთით შემოიფარგლება. Lenovo-ს მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა - პირველ კვარტალში გაიყიდა 1.9 მილიონი ეგზემპლარი, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული იყო 3 მილიონი პლანშეტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: IDC 

Amazon, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიწოდების მოცულობა 62%-ით შემცირდა, მაინც ინარჩუნებს პოზიციას ლიდერების ხუთეულში 1.4 მილიონი პლანშეტით. ცნობილია, რომ კომპანია ძირითადად აშშ-ში ყიდის დაბალბიუჯეტურ მოდელ Fire-ს Android-ის ქასთომიზებული ვერსიით. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრმა კომპანიამ წარადგინპლანშეტები, მათ შორისაა Oppo, OpenPlus, Realme და Vivo, ასევე Google-იც კი, რომელიც თავის პირველ მოდელს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გამოუშვებს. 

Samsung გეგმავს ივლისში ან აგვისტოში წარადგინოს სამი ფლაგმანური პლანშეტი - Galaxy Tab S9, Galaxy Tab S9+ და Galaxy Tab S9 Ultra. მოსალოდნელია, რომ ამ საკმაოდ ძვირადღირებულ მოდელებს ექნება Super AMOLED-დისპლეები და ჩიპსეტები Snapdragon 8 Gen 2 For Galaxy, რომლებიც სპეციალურადაა Samsung-ისთვის ოპტიმიზებული. ცნობილია, რომ სერიის უფრო ძვირადღირებულ მოდელებს ექნება IP67 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.