Magdalena Posted May 5, 2023 Posted May 5, 2023 კომპანია Samsung განიხილავს ახალი დასაკეცი სმარტფონები დაგეგმილზე სამი კვირით ადრე წარადგინოს. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec გვაცნობებს, Galaxy Z Fold 5-ისა და Galaxy Z Flip 5-ის დებიუტი ივლისში შედგება. Galaxy Z Fold 4. ფოტოს წყარო: Samsung ტრადიციულად Samsung დასაკეცი სმარტფონების პრეზენტაცია Galaxy Unpacked-ს აგვისტოს პირველ ნახევარში ატარებს. თუმცა კომპანია შეშფოთებულია მეორე კვარტლის მაჩვენებლებით - ამ პერიოდში სმარტფონების გაყიდვების მოცულობა ტრადიციულად მცირეა. როგორც The Elec-ის წყაროები გვაცნობებენ, პირველ კვარტალში ფლაგმანური Galaxy S23 გაიყიდა მოსალოდნელზე ოდნავ უკეთ, პარალელურად კომპანია ცდილობდა გაეზარდა საშუალო და დაბალბიუჯეტური სეგმენტის სმარტფონების გაყიდვები. ამრიგად, დასაკეცი სმარტფონების პრემიერის ივლისში ჩატარება Samsung-ს მესამე კვარტლის შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, რაც ნაწილობრივ დააკომპენსირებს ზედიზედ ორი წინა სუსტი კვარტლის მაჩვენებლებს - წლის პირველ მეოთხედში Samsung-მა დააფიქსირა 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საოპერაციო მოგება. ამასთან, კომპანიას მოუწევს მოძებნოს გამოსავალი მეოთხე კვარტლისთვის, როდესაც Fold 5-ისა და Flip 5-ის გაყიდვები შენელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გამომცემლობა თვლის, რომ ძლიერ მესამე კვარტალს Samsung კომპანიის მობილური ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. Samsung-ს დასჭირდება სულ რაღაც ერთი თვე Fold 5-ისა და Flip 5-ის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ისინი ივლისში წარადგინოს. ცნობილია, რომ კომპონენტების წარმოების ზოგიერთი გეგმა უკვე გადაიხედა - გამოშვება დაიწყება სამი კვირით ადრე, თუმცა ზოგიერთი კომპონენტის გრაფიკი ჯერ არ შეცვლილა. Samsung გეგმავს Fold 5-ის წონა 254 გრამამდე შეამციროს, რაც 8 გრამით ნაკლებია Fold 4-თან შედარებით, სისქე კი 15.8-დან 14 მილიმეტრამდე შემცირდება. რაც შეეხება Flip 5-ს, კომპანიის გეგმით ახალი მოდელის გარე დისპლეი წინამორბედთან შედარებით დიდი უნდა იყოს - მისი ზომა 1.9 დუიმით, 3.38 დუიმამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/v7t3x7xx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.