Magdalena Posted May 4, 2023 Posted May 4, 2023 კომპანია Nothing-მა დაადასტურა მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოშვება. როგორც მოსალოდნელი იყო, Nothing-ის მომდევნო სმარტფონი იქნება Phone (2), რომელსაც კომპანია წარმოგვიდგენს ფლაგმანად წინამორბედ საშუალო დონის სმარტფონისგან განსხვავებით. Nothing-მა განაცხადა, რომ Phone 2-ს წარადგენს 2023 წლის ზაფხულში, 21 ივნისიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში. ფოტოს წყარო: Nothing რადგანაც Android 14 სტაბილურ სტატუსს აგვისტომდე ვერ მოიპოვებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Nothing-ის ფლაგმანში ხსენებული ოპერაციული სისტემა იყოს დაყენებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა დრო დასჭირდა Android 13-ს Phone (1)-ში გამოჩენისთვის - ეს მოდელი Android 12-ით გამოვიდა. აღვნიშნავთ, რომ ანონსი ჩატარდა Phone 1-ში Android 14-ის ბეტა ვერსიის მოახლოებული გამოშვების გამოცხადებიდან რადენიმე დღეში. Nothing-მა მინიშნება გააკეთა, რომ Phone 2 აგებული იქნება Snapdragon 8 სერიის უახლეს ჩიპსეტზე და არა Snapdragon 7 Plus Gen 2-ზე. ჩიპსეტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა, თუმცა მარტში Qualcomm-ის ხელმძღვანელი Cristiano Amon ამტკიცებდა, რომ Phone 2-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Plus Gen 1, რაც სერიოზულ განახლებას წარმოადგენს Nothing Phone 1-ში მოცემულ SoC Snapdragon 778G Plus-თან შედარებით. თუმცა უახლოესი გადაწყვეტილება Snapdragon 8 Gen 2-ია. Nothing Phone 2-ის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, არსებობს მხოლოდ მინიშნება სამომავლო გაჯეტის საფირმო განათების შესახებ, რომელსაც ციმციმა წითელი ზოლი ექნება. მოსალოდნელია, რომ Nothing მეტ დეტალს უახლოეს დროში გააზიარებს. https://tinyurl.com/2tjx5za3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.