Magdalena Posted May 3, 2023 Posted May 3, 2023 ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლის საბაზო ვერსია AMD Ryzen Z1 ექვსბირთვიანი პროცესორით და 256 გბ SSD-ით 599.99 აშშ დოლარი ეღირება, წერს The Verge. ფოტოს წყარო: ASUS ჟურნალისტები ეყრდნობიან ორი ინტერნეტ-ინფორმატორის მონაცემებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, ინფორმაცია ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა BestBuy-ს ბაზიდან მიიღეს. ხსენებული პლატფორმა ASUS-ის ოფიციალური პარტნიორია და მასზე კონსოლი გაყიდვების დაწყების დღესვე გახდება ხელმისაწდომი. ადრე იმავე ინფორმატორისგან გახდა ცნობილი, რომ რვაბირთვიანი Ryzen Z1 Extreme-ის და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსია გაყიდვების დაწყებისას შეფასდება 699.99 აშშ დოლარად, იგი 50 აშშ დოლარით ძვირი გამოდის Steam Deck-ის მაქსიმალურ ვერსიასთან შედარებით, რომელიც იმავე მოცულობის SSD-ით 650 აშშ დოლარადაა ხელმისაწვდომი. Valve-ს კონსოლი 256 გბ მეხსერებით 530 აშშ დოლარადაა შეფასებული. ამრიგად, ანალოგიური კომპლექტაციის ROG Ally, თუ უახლეს ცნობებს დავუჯერებთ, 170 აშშ დოლარით ძვირი იქნება. Steam Deck-ის ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყება, ეს გახლავთ ვერსია 64 გბ eMMC სტანდარტის მეხსიერებით. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, კონსოლში შესაძლებელია SSD-ის დაყენება. Ryzen Z1 - ეს არის ექვსბირთვიანი პროცესორი 12 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, აქვს 22 მბ ქეშ-მეხსიერება და ოთხი ბლოკი (EU) ინტეგრირებული RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme-ს რვა ბირთვი აქვს 16 ვირტუალური ნაკადით, ასევე 24 მბ ქეშ-მეხსიერება და 12 ბლოკი RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme წარმოადგეს პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე ოპტიმიზებულ Ryzen 7 7840U-ს. Steam Deck კი მუშაობს AMD-ის ქასთომიზებულ ოთხბირთვიან პროცესორზე უფრო ძველი Zen 2 არქიტექტურითა და RDNA 2 გრაფიკით. ფოტოს წყარო: VideoCardz ROG Ally-ი ოფიციალური ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო 11 მაისს გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/2p998t5e Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.