Magdalena Posted May 3, 2023 Posted May 3, 2023 კომპანია Coinbase-მა გამოაცხადა ციფრული აქტივების საერთაშორისო ბირჟის, Coinbase International Exchange-ის ამოქმედების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანიამ ცოტა ხნის წინ ლიცენზია მიიღო ბერმუდის კუნძულების ფულად-საკრედიტო სამმართველოსგან (BMA), სადაც ახალი ორგანიზაცია დარეგისტრირდა. პლატფორმა „აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ მყოფ ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ უვადო ფიუჩერსებით“ 5x-მდე საკრედიტო ბერკეტით. Coinbase International Exchange-ზე უკვე ხელმისაწვდომია დერივატივები Bitcoin-ისა და Ethereum-ის ბაზაზე. „Coinbase მოწოდებულია ითანამშრომლოს მაღალი სტანდარტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის მქონე გლობალურ მარეგულირებლებთან, რაც კრიპტო ტექნოლოგიებს საშუალებას მისცემს მუდმივად მოხდეს ინოვაციების სტიმულაცია, გამყარდეს ჩვენი ინიციატივა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესახებ“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. კომპანია ჯერ კიდევ „მიჯაჭვულია შეერთებულ შტატებზე“, თუმცა ისწრაფვის თავისი ბიზნესი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ განავითაროს, რათა სამომავლოდ მოგვევლინოს, როგორც კრიპტო ჰაბი. „ჩვენ გვსურს, რომ აშშ-მ გამოიყენოს [BMA-ს მსგასი] მიდგომა იძულებითი რეგულაციებიის ნაცვლად, რამაც გამოიწვია იმედგაცრუების ტენდენცია ქვეყანაში კრიპტოვალუტების განვითარების მხრივ“, - აღნიშნა Coinbase-მა. ადრე აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბირჟას გაუგზავნა შეტყობინება პლატფორმისა და მის პროდუქტებზე - Coinbase Prime, Coinbase Wallet და Coinbase Earn სტეიკინგ სერვისზე ლისტინგის პროცედურის გამოძიების დაწყების შესახებ. კომპანიამ SEC-ის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მზადაა თავდაცვისთვის. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიების გამო შესაძლოა მარეგულირებელმა რეპუტაციას მიაყენოს ზიანი. https://tinyurl.com/5n6bdxbt Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.