Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ წარადგინა გადაწყვეტილება NeMo Guardrails ღია კოდით, რომლის მიზანია უზრუნველყოს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული აპლიკაციების უსაფრთხოება - აღმოფხვრას ბოტებიდან ე.წ. ჰალუცინაციები (მცდარი მტკიცებები), შეზღუდოს აკრძალული თემების განხილვისა და ტოქსიკური ენით ლაპარაკისგან და არასასურველი ქმედებების შესრულებისგან. 

NVIDIA NeMo Guardrails შექმნილია ყველა დიდ ენობრივ მოდელთან (LLM) სამუშაოდ, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT. გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს დეველოპერებს დააკონფიგურირონ LLM-ზე დაფუძნებული აპლიკაციები, რათა იყოს უსაფრთხო და დარჩეს კომპანიის კომპეტენციის ფეროში. NeMo Guardrails მოქმედებს, როგორც შუამავალი ფენა მომხმარებელსა და LLM-ს ან ხელოვნური ინტელექტის სხვა ხელსაწყოს შორის და ხელს უშლის არასწორი შედეგების ან მინიშნებების მიცემას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

NeMo Guardrails დეველოპერებს საშუალებას მისცემს დააყენონ სამი ტიპის შეზღუდვა: 

  • თემატური შეზღუდვები, რომლებიც აღმოფხვრის აპლიკაციის გადახრას არასასურველ სფეროში, უზრუნვეყოფს საუბრის წარმართვას განსაზღვრული თემის ფარგლებში. მაგალითად, ბოტს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებს პროდუქტებზე გასცეს პასუხები, სისტემა ხელს შეუშლის უპასუხოს ამინდის შესახებ. 

  • უსაფრთხოების შეზღუდვა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ LLM არ გასცემს დეზინფორმაციას და არ გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას. შესაძლებელია გაიფილტროს არასასურველი გამონათქვამები და უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობა. 

  • დაცვითი შეზღუდვები ხელს შეუშლის LLM-ს ზიანისმომტანი კოდის შესრულებას და უზრუნველყოფს ბოტის კავშირს მხოლოდ დაშვებულ სიაში შემავალ გარე აპლიკაციებთან. როგორც კომპანიამ აღნიშნა, ასეთი ზომები „ხელს შეუწყობს მძლავრი უსაფრთხოების მოდელის უზრუნველყოფას და LLM-ზე დამყარებული თავდასხმების რისკს ამცირებს მათი აღმოჩენისთანავე“. 

image.png 

NVIDIA-მ NeMo Guardrails ჩართო პლატფორმა NVIDIA NeMo-ში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ინსტრუმენტს ენობრივი მოდელების სწავლებისა და კონფიგურირებისთვის კომპანიის საკუთარი მონაცემების გამოყენებით. NeMo-ს ინსტრუმენტების დიდი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია GitHub-ზე. კომპანიებს ასევე შეუძლიათ მისი მირება სრული და მხარდაჭერილი პაკეტით, რომელიც პლატფორმა NVIDIA AI Enterprise-ის შემადგენლობაში შედის. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.