Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გაკოტრებების სერიამ და მარეგულირებელმა გაურკვევლობამ აშშ-ის მოქალაქეების უმეტესობას ციფრული აქტივების უსაფრთხოებისადმი ნდობა დაუკარგა. ამას ადასტურებს Pew Research Center-ის კვლევა. 

იმ ამერიკელებს შორის, რომლებსაც კრიპტოვალუტების შესახებ სმენიათ (88%), ორი მესამედი ამტკიცებს, რომ არ ენდობიან ინვესტიციების ამ კლასს.  

გამოკითხულთა თითქმის 40%-მა განაცხადა, რომ ისინი "სულაც არ იყვნენ დარწმუნებული" ან "არც ძალიან დარწმუნებული" ციფრული აქტივებით ვაჭრობის უსაფრთხოებაში. გამოკითხულთა 18%-მა უპასუხა, რომ გარკვეულწილად „ენდობტრეიდინგს. 

image.png 

წყარო: Pew Research.  

მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა უკეთეს შედეგებს აფიქსირებს, ვიდრე შეერთებული შტატების ხელისუფლება. Pew-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად ათი რესპონდენტიდან მხოლოდ ორი ენდობა თეთრ სახლს. 

50 წელზე უფროსი ამერიკელები უფრო სკეპტიკურად განწყობილნი არიან, ვიდრე ახალგაზრდა თაობები. მათ შორის, ვინც ინვესტიცია მოახდინა კრიპტოვალუტაში, 43% არასტაბილურად მიიჩნევს მას. 

გამოკითხულთა 69%, რომლებმაც ოდესღაც შეიძინეს ციფრული აქტივები, კვლავ ფლობენ მათ. ინვესტორების 45-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათი გარიგებები მოსალოდნელზე ცუდად წარიმართა. 

Paxos-ის მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად აშშ-ის მაცხოვრებელთა 75%-ს გარკვეულ დონეზე კვლავ სჯერა ციფრული აქტივების, FTX-ის კრახის მიუხედავად. 

Coinbase-ის მონაცემებით აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 20% ფლობს კრიპტოვალუტას. მფლობელთა 76% ეთანხმება განცხადებას, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია მომავალია. 

აპრილში Google-ში Bitcoin-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნების რაოდენობამ 1.9 მილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლების მიხედვით პირველმა კრიპტოვალუტამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მუსიკოს ელვის პრესლის და Disney World-ს გადაუსწრო. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.