Jump to content

Recommended Posts

Posted

ASUS ROG Phone 7 და ROG Phone 7 Pro გეიმინგ სმარტფონების ანონსამდე ცნობილმა ინფორმატორმა ევან ბლასმა გამოაქვეყნა მოწყობილობების პირველი რენდერები, რომელთაგან ერთ-ერთზე წარმოდგენილია ASUS-ის ახალი ფლაგმანი გარე გაგრილების სისტემით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / Evan Blass 

ორივე სმარტფონში გამოყენებულია ფლაგმანური ჩიპსეტი Snapdragon 8 Gen 2. ROG Phone 7 Pro ვერსია გარეგნულად განსხვავდება წინა წლის ROG Phone 6D Ultimate-ისგან, თუმცა მის მსგავსად წარმოდგენილია გარე აქტიური გაგრილების სისტემა AeroAtive Portal. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ქულერი AeroAtive Portal შევა მხოლოდ ROG Phone 7 Pro მოდელის შემადგენლობაში. გაგრილების აქტიური სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მოწყობილობის სამუშაო ტემპერატურას და უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი წარმადობის შენარჩუნებს ხანგრძლივ გეიმინგ სესიებში - CPU-ისა და GPU-ის სიხშირეები არ ეცემა გადახურების გამო. AeroAtive Portal-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია LCD დისპლეი და სავარაუდო RGB განათება. 

image.jpeg 

კომპანია ASUS ROG Phone 7 სერიის სმარტფონებისთვის აგრეთვე გამოუშვებს საფირმო ქეისებს და მინას ეკრანებისთვის. 

image.jpeg 

ტაივანის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემთა ბაზის მიხედვით სმარტფონებს ექნება 6000 მა/სთ ბატარეებით და 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

რაოფიციალური ინფორმაციით სმარტფონებს ექნება 6.8-დუიმიანი AMOLED დისპლეები FHD+ გაფართოებით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე ძირითადი კამერის სამმაგი ბლოკი, რომელშც მოცემული იქნება 50-, 13- და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.