Magdalena Posted April 19, 2023 Posted April 19, 2023 Bitcoin-ის წილმა კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიან კაპიტალიზაციაში 45%-ს გადააჭარბა - მაჩვენებელმა მიაღწია 2021 წლის შუა პერიოდში არსებულ ნიშნულს. იანვრის დასაწყისში ციფრული ოქროს დომინირების ინდექსი 38%-ს შეადგენდა. მას შემდეგ აქტივის ღირებულება გაიზარდა 82%-ით და გადალახა 30 ათას აშშ დოლარიანი ზღვარი. Bitcoin-ის დომინირების ინდექსის დინამიკა. წყარო: TradingView ინდიკატორის ამჟამინდელი ზრდა აღსანიშნავია იმით, რომ იგი ხდება ბაზრის ზოგადი ზრდის ფონზე და არა პირიქით (როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ადრე - მაგალითად, 2020-2021 წლების მიჯნაზე). წყარო: CoinGecko სტატიის წერის დროს Ethereum-ის დომინირების ინდექსი იყო 17.9%, stablecoin USDT-ის -6.32%, BNB-ს კი - 3.96%. CoinGecko-ს თანახმად ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.28 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მარტში CNBC-ის მიერ გამოკითხულმა მსხვილმა მოთამაშეებმა ივარაუდეს Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა. Equity Management Associates-ის ხელმძღვანელმა ლარი ლეპარდმა გამოხატა რწმენა, რომ ციფრული ოქროს ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში 10 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/eavnmp2j Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.